რა (არ) თქვა ბილდერბერგების კონფერენციაზე ჰენრი კისინჯერმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.9k
VIEWS

2021 წლის 28 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ ამერიკელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის ჰენრი კისინჯერის ციტატა გააზიარა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებში გაურკვევლობისადმი შიშის გაჩენა ახალი მსოფლიო წესრიგის და მსოფლიო მმართველობის დამყარების სტრატეგიის ნაწილია. ჰენრი კისინჯერის ციტატის წყაროდ დათო სალუქვაძე ვებ-გვერდ loveexpands.com-ს უთითებს, სადაც ციტატის უფრო ვრცელი ვერსიაც გვხვდება, თუმცა მისი თარიღი ვებ-გვერდზე დაზუსტებული არ არის.

2

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ ციტატა ჰენრი კისინჯერს არ ეკუთვნის. ციტატას სხვადასხვა ინგლისურენოვან ონლაინ პლატფორმებზე ჰენრი კისინჯერის სიტყვებად წარმოაჩენენ, რომელიც თითქოსდა მან ბილდერბერგების ერთ-ერთ კონფერენციაზე წარმოთქვა. თუმცა აღნიშნული კონფერენციის ღიად ხელმისაწვდომ ჩანაწერებში ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ კისინჯერის იდენტური ან მსგავსი შინაარსის სიტყვები არ გვხვდება. 

Google-ის საძიებო სისტემის მიხედვით, ციტატა სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ასევე ილუმინატებისა და მსოფლიო მთავრობის შესახებ დაწერილ რამდენიმე წიგნში გვხვდება. ყველა ეს წყარო ციტატის ავტორად ჰენრი კისინჯერს მოიხსენიებს და აზუსტებს, რომ კისინჯერმა აღნიშნული სიტყვები საფრანგეთის ქალაქ ევიანსში გამართულ ბილდერბერგების კლუბის კონფერენციაზე თქვა. გარდა ამისა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ციტატა 1991 წლითაა დათარიღებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში თარიღად 1992 წელია მითითებული.

ჰენრი კისინჯერი ბილდერბერგების როგორც 1991 წლის, ისე 1992 წლის კონფერენციას ესწრებოდა. ბილდერბერგების არქივის მიხედვით, არცერთი კონფერენციის სრული, საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერი ან ტრანსკრიპტი არ გაკეთებულა, თუმცა ხელმისაწვდომია ორივე კონფერენციის შემაჯამებელი წერილობითი ანგარიში, მათ შორის  იმ პანელების აღწერაც, რომლებზეც ჰენრი კისინჯერი გამოდიოდა. არც 1991 წლის ანგარიშში და არც 1992 წლის კონფერენციის დოკუმენტში მსოფლიო მთავრობისა და ახალ მსოფლიო წესრიგის შესახებ ჰენრი კისინჯერის მიერ წარმოთქმული მსგავსი სიტყვები არ გვხვდება. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში ღიად ხელმისაწვდომი არცერთი სარწმუნო წყარო არ ადასტურებს, რომ ჰენრი კისინჯერმა აღნიშნული ციტატა ოდესმე თქვა ან დაწერა. მსგავი ციტატა არც კისინჯერის ონლაინ არქივში გვხვდება.

ბილდერბერგის კლუბის შესახებ გავრცელებული კონსპირაციები, ასევე ამერიკელი პოლიტიკოსის, ჰენრი კისინჯერის გაყალბებული ციტატები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist