რა აკრძალეს რიგაში – ყვავილების მიტანა თუ საბჭოთა სიმბოლიკის და გეორგიევსკის ლენტის გამოყენება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1k
VIEWS

11 მაისს რუსული საინფორმაციო სააგენტოს RT на русском ფეისბუკ-გვერდზე 9 და 10 მაისს რიგაში  ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის შესახებ სიუჟეტი გამოქვეყნდა.  სიუჟეტში ნათქვამია, რომ რიგაში “საბჭოთა ლატვიისა და რიგის ფაშისტი დამპყრობლებლებისგან გამათავისუფლებელთა ძეგლთან”  შეკრებილი მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და მიმდებარე ტერიტორია მათ მიერ მიტანილი ყვავილებისგან ტრაქტორით გაწმინდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ მეორე დღეს რიგი მაცხოვრებლები ისევ შეიკრიბნენ, ძეგლთან ყვავილები მიიტანეს და “კატიუშა” იმღერეს.

10  და 11 მაისს РИА Новости-ზე გამოქვეყნებულ სიუჟეტებში ასევე აღნიშნულია, რომ ლატვიის ხელისუფლებამ “გამათავისუფლებელთა ძეგლთან” მიტანილი ყვავილები ტრაქტორით გაიტანა, ხელისუფლების “ბარბაროსობამ” კი მოქალაქეები აღაშფოთა და მათ მემორიალი ყვავილები ხელმეორედ შეამკეს.
პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ლატვიის პოლიციამ  9 მაისის აღსანიშნავად შეკრებილი ხალხი ძეგლთან ყვავილების მიტანის გამო დაშალა.

რუსული მედიის მტკიცება, თითქოს რიგაში 9 მაისის აღსანიშნავად შეკრებილები ძეგლთან ყვავილების მიტანის გამო დაშალეს, მანიპულაციურია. Რეალურად, აქციის მონაწილეებმა ყვავილებთან ერთად საბჭოთა სიმბოლიკა და გეორგიევსკის ლენტები მიიტანეს. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კი ლატვიის კანონმდებლობით 2021 წლის ნოემბრიდან აკრძალულია.  ლატვიაში 9 მაისი უკრაინაში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული და ომში სსრკ-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები დაუშვებელია. გარდა ამისა, ლატვიაში აკრძალულია სსრკ-ისა და თანამედროვე რუსეთის სიმბოლოების, ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის განმადიდებელი სიმბოლოების გამოყენება.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად რიგაში მცხოვრები რუსული დიასპორის წარმომადგენლები საბჭოთა ლატვიისა და რიგის ფაშისტი დამპყრობლებისგან გამათავისუფლებელთა ძეგლთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და საბჭოთა სიმღერები შეასრულეს. გარდა ამისა, ღონისძიების ზოგიერთ მონაწილეს ხელში რუსეთის დროშები ეჭირა და აკრძალული სიმბოლიკა – გეორგიევსკის ლენტი ჰქონდა წარმოდგენილი, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა.

სქრინშოთი: Sputnik Ближнее зарубежье
სქრინშოთი: РИА Новости


10 მაისს მემორიალთან მონაწილეების ხელმეორედ შეკრებისა და მათ მიერ აკრძალული სიმბოლიკის გამოყენების გამო ლატვიის პოლიციამ სამი სისხლის სამართლის და ოცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღძრა.

ლატვიაში 9 მაისი უკრაინაში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის ოფიციალურ დღედ არის გამოცხადებული და ომში სსრკ-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები აკრძალულია. გარდა ამისა, ლატვიაში იკრძალება სსრკ-ისა და თანამედროვე რუსეთის სიმბოლოების, ასევე უკრაინაში რუსული აგრესიის განმადიდებელი სიმბოლოების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ლატვია ლიეტუვას, ესტონეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსად ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშნავს

ლატვიის პარლამენტმა  ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, გასართობ და საჯარო ღონისძიებებზე, მსვლელობებსა და შეხვედრებზე “წმინდა გიორგის ლენტის” გამოყენება აკრძალა. ადამიანის უფლებათა და საზოგადოების კომისიის თავმჯდომარის, არტუს კაიმინსის თანახმად,   რუსეთის უკრაინაში ექსპანსიისა და მისი ტოტალიტარული იდეოლოგიის გათვალისწინებით ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებთან მიმართებაში, ლატვიას აქვს საფუძველი, დაინახოს საკმარისი საფრთხე მის დემოკრატიულ წესრიგსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. “ლატვიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის, მისი რესპუბლიკების და ნაცისტური გერმანიის დროშების, გერბებისა და ჰიმნების გამოყენება, ნაცისტური სვასტიკები, და საბჭოთა სიმბოლოები – ჩაქუჩი და ნამგალი ხუთქიმიან ვარსკვლავთან ერთად აკრძალულია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი გამოყენების მიზანი არ არის დაკავშირებული „ტოტალიტარული რეჟიმების განდიდებასთან ან ჩადენილი დანაშაულების გამართლებასთან“.

22 წლის 31 მარტს ლატვიის პარლამენტმა,  საჯარო ღონისძიებებზე Z და V სიმბოლოების ჩვენება და ასევე საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებთან 200 მეტრზე ახლოს ღონისძიებების ჩატარება აკრძალა. კანონი ასევე ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების იდეოლოგიის შემცველი ღონისძიებების საჯარო ღონისძიებებში პოპულარიზაციისა და განდიდების აკრძალვას ითვალისწინებს, მათ შორის ამ იდეოლოგიის წარმომადგენელთა დაბადების დღეებს, ბრძოლებისა და გამარჯვებების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეებს, ასევე გათავისუფლებული და დამოუკიდებელი ტერიტორიების ან მათი ნაწილების ოკუპაციის აღნიშვნას. კანონში შესული ცვლილების თანახმად, ღონისძიების ორგანიზატორს არ მიეცემა მისი ჩატარების ნებართვა, თუ დაგეგმილი ღონისძიება საბჭოთა არმიის ან მისი ჯარისკაცების გამარჯვებას და ხსოვნის ამსახველი ძეგლიდან 200 მტერზე ახლოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის პარლამენტმა 2022 წლის 12 მაისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მემორიალური ნაგებობებისა და მონუმენტების შენარჩუნების შესახებ რუსეთსა და ლატვია შორის დადებული შეთანხმების მოქმედების შეჩერებას ეხება. ეს კანონპროექტი საბჭოთა ძეგლების აღებას ხდის შესაძლებელს.

„დღეს, საბჭოთა არმიის გამოსახულება და სიმბოლიკა უშუალოდ და არაორაზროვნად უკავშირდება რუსეთის აგრესიასა და დანაშაულებს, რომლებსაც მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში სჩადის. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ცვლილება ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და ვალდებული არ არის შეინარჩუნოს ისეთი ნაგებობები, როგორიცაა საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, – განაცხადა სეიმის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ რიხარდს კოლსმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist