რა ახალ კონსპირაციებს ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის KGB ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფეფ
812
VIEWS

ე.წ. სამხრეთ ოსეთის KGB პერიოდულად ავრცელებს განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ერთ-ერთი უახლესი ინფორმაცია 9 ივნისს Sputnik Ossetia-ს მეშვეობით გავრცელდა, სადაც საუბარია KGB-ს მიერ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ “გასაჯაროვებულ” ინფორმაციაზე, რომელიც 7 ახალ კონსპირაციულ გზავნილს შეიცავს. KGB აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მათ პატრიოტულად განწყობილი საქართველოს მოქალაქებისა და ქართული ორგანიზაციებისა და მოძრაობების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეაგროვეს.

ადგილობრივი KGB-ის მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის არმიის კვლევითი დანაყოფის დირექტივებს ასრულებს და მას შემდეგი ამოცანები აქვს დასახული.

  1. აშშ-ის არმიის კვლევითი დანაყოფის დავალებით, ლუგარის ლაბორატორია მუშაობს ბიოლოგიურ იარაღზე, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის პოპულაციის წერტილოვანი განადგურებაა.
  2. ლუგარის ლაბორატორიის მიზანია, გააკონტროლოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურისიტუაცია და მოაგროვოს სპეფიციკური ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ ინფორმაცია.
  3. ლაბორატორიის დავალებაა დივერსიული ოპერაციების განხორციელება, რომელთა მიზანიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელის განადგურებაა.
  4. ლუგარის ლაბორატორია ეპიზოოტური დაავადებების (ეპიდემია ცხოველებში) კერებს ხელოვნურად ქმნის.
  5. ლაბორატორიაში წარმოებული ვაქცინების მეშვეობით ხდება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მართვა და მისი დამოკიდებულება ლუგარის ლაბორატორიაზე.
  6. ლუგარის ლაბორატორია მუშაობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ქართულ და დასავლურ მედიკამენტებზე იყოს დამოკიდებული.
  7. ლუგარის ლაბორატორია სამხრეთ ოსეთის მთავრობის დისკრედიტაციას ახდენს, თითქოს ის სამედიცინო და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახდენს.

ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” KGB-ს ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ფაროსანასთან დაკავშირებით ადრინდელ ბრალდებებზე საპასუხოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის მეცნიერმა მარი მურცხვალაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადეს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებზე ან მავნებელი მწერებისს წინააღმდეგ ბრძოლა ლაბორატორიის კომპეტენციაში არ შედის და ის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული. ამასთანავე ლაბორატორია დიაგნოსტიკის და კვლევის პროცესშია ჩართული და მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტის ზონებში, გავრცელება მის საქმიანობაში არ შედის.

აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს, რომ მათ ტერიტორიებზე დაავადებების გავრცელება სწორედ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება, რაც კრემლის მხრიდან ბიოსაფრთხეებზე აპელირების საბაბი და განცხადებების გაკეთების საფუძველი ხდება, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ბიოლოგიური იარაღის გამოცდას არ დაუშვებს.

თემატიკა გზავნილი წყარო მედია პლატფორმა
 

 

 

 

 

 

 

 

ლუგარის ლაბორატორია – ვირუსების, ეპიდემიების, ექსპერიმენტების წყარო

საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობა და ბიოლოგიური მასალების შეგროვების მცდელობა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გენოციდის პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა


ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე აფრიკული შავი ჭირის, ნოდულარული დერმატიტისა და აზიური ფაროსანას გამოჩენა ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება


აფხაზეთში ღორის ჭირი გაჩენა ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება

 


აფხაზეთსადა ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” ფაროსანას ამერიკელები ავრცელებენ


აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა, „ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში“ ხელოვნურად იყოს გამოყვანილი

 


აფხაზეთში ზიკას ვირუსის გამომწვევი კოღოები ლუგარის ლაბორატორიაშია გამოყვანილი

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის KGB

 

 

 


ალან მარგიევი, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სამსახურის უფროსი

 


მუჰამედ კილბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი


დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებების ხელმძღვანელი


იულია მელანო, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანი


გენადი ონიშენკო, რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი

Sputnik Ossetia, 20 მაისი, 2019

 

 

 


Sputnik Ossetia, 6 აგვისტო, 2019

 

 


ნეტგაზეთი, 10 მარტი, 2017

 


მარშალპრესი, 28 სექტემბერი, 2018

 


Российская газета, 30 მარტი, 2018

 

 


eadaily.com, 16 თებერვალი, 2016

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist