“ქვაკუთხედის” რედაქტორი უბედურ შემთხვევას ვაქცინაციას კონსპირაციულად უკავშირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

12
VIEWS

27 ივნისს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საღინაშვილმა გამოაქვეყნა ანსამბლ უნისონის ხელმძღვანელის და “ქართული ხმების” სოლისტის ზურა ბაკურაძის ფეისბუქ პროფილის ფოტო, რომელზეც ჩარჩო “#მეავიცერია” გამოსახული. საღინაშვილი თანდართულ ტექსტში წერს, რომ “საწყალი ექთანმა” მას შემდეგ მიიღო მყისიერი პასუხი, რაც ვაქცინას რეკლამა გაუკეთა, ექთნის მსგავსად კი ზურა ბაკურაძის მიერ აცრის მხარდამჭერი ჩარჩოს გამოყენების შემდეგ “მიწამ პირი დააღო” და მომღერალი იმსხვერპლა. სავარაუდოდ პოსტის ავტორი ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძეს გულისხმობს.

;
“ქვაკუთხედის” რედაქტორის პოსტი და გარდაცვლების მიზეზებად ვაქცინის დასახელება შეთქმულების თეორიაა. მომღერალ ზურა ბაკურაძის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა, ხოლო ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ დროისთვის მისი გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებული სამედიცინო დახმარება განიხილება. 

ზურა ბაკურაძე 23 ივნისს რაჭაში სოფელ შქმერში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზა ჩავარდა და ამ უბედურმა შემთხვევამ მომღერალი იმსხვეპლა.

რაც შეეხება ზურა ბაკურაძის პროფილის ფოტოსა და ვაქცინაციის მხარდამჭერ ჩარჩოს, მომღერალმა აღნიშნული ფოტო 2021 წლის 7 მაისს გამოაქვეყნა და მასზე მეუღლესთან ნათია კობახიძესთან ერთადაა გამოსახული.

;

ხათუნა საგინაშვილის პოსტში ნახსენებია “საწყალი ექთანი,” რომელმაც ვაქცინის რეკლამის გაკეთების შემდეგ “მყისიერი პასუხი” მიიღო. სავარაუდოა, რომ საგინაშვილი ამ შემთხვევაში  გარდაცვლილ ახალციხელ ექთან მეგი ბაქრაძეს  გულისხმობს, რომელმაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ მედიასთან კომენტარში მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კი სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და როგორც წინასწარი მოკვლევიდან ირკვევა, სამედიცინო ჩარევის დაგვიანების გამო, გარდაიცვალა. ბაქრაძის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, გამოძიების პროცესში ცრუ ჩვენების მიცემის გამო 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ დამალეს ის ფაქტი, რომ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

“მითების დეტექტორმა” ხათუნა საგინაშვილის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist