ქორწინება ალიგატორზე – მექსიკური ტრადიციის შესახებ ინფორმაცია სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

248
VIEWS

3 ივლისიდან ქართულ და რუსულენოვან ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ნიანგზე დაქორწინდა. ქართულენოვან ჯგუფებში (1,2,3,4) ასევე ანგარიშის Lela Begashvili პირად გვერდზე  ქორწილის შესახებ ცნობასთან ერთად მოვლენის ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება. ხოლო რუსული ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3) ქორწილის შესახებ газета.ru-სა და Правила Жизни-ს სტატიების მხოლოდ სათაურების სქრინებს ავრცელებენ. 

ინფორმაცია, რომ მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი ნიანგზე დაქორწინდა კონტექსტის გარეშე ვრცელდება. გავრცელებული ვიდეოები და სტატიების სათაურების სქრინები მექსიკაში გამართული რიტუალის შესახებ არასრულ ინფორმაციას გადმოსცემს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქალაქის მერი რეპტილიაზე ნამდვილად დაქორწინდა. რეალურად,  მექსიკის ქალაქ სან პედრო უამელულაში ეს ძველი ადგილობრივი ტრადიციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. გავრცელებული რწმენით, რიტუალს ქალაქისთვოს უხვი მოსავალი მოაქვს

აღნიშნული რიტუალს ყოველწლიური ხასიათი აქვს და ის მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სან პედრო უამელულაში ქალაქის მფარველი წმინდანის პეტრე მოციქულის საპატივცემულო ყოველწლიური ფესტივალის დროს იმართება.  რიტუალი ამ მცხოვრები აბორიგენი  მაიას ხალხის კულტურის ნაწილია. ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ რეგიონში ესპანელების გამოჩენამდე იღებს, ამჟამად კი კათოლიკური რელიგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც შეიცავს და ადგილობრივი და კათოლიკური წეს-ჩვეულებების ერთვარ კომბინაციას წარმოადგენს. 

ფოტო: infobae.com

რიტუალი გულისხმობს, რომ მდედრი ალიგატორი ქალაქის მმართველზე უნდა დაქორწინდეს, რათა უხვი მოსავალი მოვიდეს, მანამდე კი ალიგატორს ნათლავენ. საქორწინო სამოსში გამოწყობილი ალიგატორი დედამიწას, ხოლო ქორწილი ადამიანებისა და ღვთაებრივი ძალების კავშირს განასახიერებს. რიტუალის მსვლელობისას ქალაქის ამჟამინდელმა მერმა – ვიქტორ უგო სოსამ 7 წლის ალიგატორთან ერთად ქალაქის ქუჩებში გაიარა და იცეკვა. 

ფოტო: insider.com

დღესასწაულის ნაწილი ერთ-ერთი ნაწილი ადგილობრივი მეთევზეების მიერ ბადის დემონსტრაციულ  სროლასაც მოიცავს,  ადგილობრივები თვლიან, რომ ალიგატორზე ქორწინების რიტუალი პირველ რიგში იღბალს მეთევზეებს მატებს.

ფოტო: mirror.co.uk

გასულ წლებში რიტუალში მონაწილეობა ქალაქის წინა მერებიც, მაგალითად, ვიქტორ აგილარანდი, იღებდნენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: მექსიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist