ქლიქბეით საიტი სააკაშვილის ციხიდან გაქცევის შესახებ შეცდომაში შემყვანია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

8
VIEWS

8 ნოემბერს ქლიქბეიტ ვებ-საიტზე onews.ge გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით “დიდი სკანდალი‼️ მიშა ციხიდან გაიქცა? ის არც გორშია და არც საავადმყოფოში, ის კერძო თვითმფრინავში ჩაჯდა და დასავლეთისკენ გაფრინდა?!” მასალაში “რონდელის ფონდის” მკვლევრის ზურა ბატიაშვილის პოსტია გამოყენებული. პოსტზე ჩანს Flightradar-ის სქრინი, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით JE111-ის გადაადგილებას უჩვენებს. ავტორის მიხედვით, 8 ნოემბრის საღამოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროდან გაუჩინარების პარალელურად თბილისიდან, სავარაუდოდ, დასავლეთის მიმართულებით თვითმფრინავი აფრინდა. ბატიაშვილი გამოთქვამდა ეჭვს,  ხომ არ განარიდეს ამ გზით საქართველოს სააკაშვილი, თუმცა იქვე აღნიშნული იყო, რომ ის არაფერს არ ამტკიცებდა. .

 

"
Onews.ge-ის სათაური იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ციხიდან გაიქცა და კერძო თვითმფრინავით დასავალეთში გადააფრინეს შეცდომაში შემყვანია. მასალა მთლიანად ზურა ბატიაშვილის პოსტს ეყრდნობა, რომელიც მხოლოდ ვარაუდს შეიცავდა და არაფერს ამტკიცებდა. სააკაშვილის რეალური ადგილსამყოფელის გასაჯაროვების შემდეგ ზურა ბატიაშვილმა პოსტი წაშალა, თუმცა ვებ-საიტზე ინფორმაცია არ ჩასწორებულა. 

8 ნოემბერს დღის ბოლოს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ეჭვი ჰქონდა, რომ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიდაყვანეს. მედია საშუალებებში ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია 18:11 საათიდან იძებნება. ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო, 18:57 საათზე სპეციალური პენიცენციური სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გამოქყვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილი გლდანის მე-12 მსჯავდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"

ზურა ბატიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე პოსტი, რომელშიც სააკაშვილის დასავლეთში თვითმფრინავით გადაყვანის შესახებ ვარაუდს გამოთქვამდა, წაშალა. onews.ge-ის მიერ გამოყენებული პოსტი კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა,  onews.ge-ის მასალაში ბატიაშვილის პოსტის სქრინზე გამოქვეყნების თარიღად Just now (ახლახანს) არის მითითებული. ბატიაშვილი პოსტშივე  აღნიშნავდა, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდი იყო.

"

Onews.ge-ის მასალა 4 საჯარო ჯგუფში (ანეგდოტების რვეული, პოზიტივი, გართობა, ექსკლუზივი) იდენტური აღწერით ერთმა და იმავე ფეისბუქ ანგარიშმა, Saba Aqubardia-მ ერთსა და იმავე დროს 18:51 საათზე გაავრცელა.

"

წყაროს შესახებ

Onews.ge-ის დომეინის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქლიქბეიტ საიტის IP მისამართი მოსკოვშია რეგისტრირებული და ის ამ სახელით 2021 წლის ივლისიდან მოქმედებს.

"

სააკაშვილის გაუჩინარების შესახებ გამოქვეყნებული მასალის ბოლოს კრიპტოვალუტა ბიტკოინის შესახებ ინფორმაციაა მოცემული, იდენტური ტექსტი საიტზე გამოქვეყნებული სხვა მასალების ბოლოსაც გვხვდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საიტი ქლიქბეიტია და მის შემქმნელებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზანი ამოძრავებთ.

"

საიტზე “ჩვენს შესახებ” ინფორმაცია მოცემული არ არის და ყველა მასალა სენსაციური სათაურით ქვეყნდება.

"
ზოგადი შინაარსის საჯარო ჯგუფებში onews.ge-ის მასალა  ფეისბუქ მომხმარებელმა Saba Aqubardia-მ გაავრცელა. ანგარიში ამავე ჯგუფებში onewes.ge-ის სხვა მასალებსაც აქტიურად აქვეყნებს.

"

ანგარიშის პროფილზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი რაიმე ფოტო გამოქვეყნებული არ არის.


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist