ყველა გზა უკრაინაში მიდის: როგორ იყენებს რუსეთი დეზინფორმაციას ლოკალურად თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

114
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთი ამ აზარტულ თამაშში ფსონების გაზრდას განაგრძობს, უკრაინა კი მისი მცდელობების მთავარ სამიზნედ რჩება, რაც უგულებელყოფის (dismiss), დამახინჯების (distort), ყურადღების გადატანისა (distract) და განცვიფრების (dismay) ტექნიკებს მოიცავს.

უკრაინა კრემლის დეზინფორმაციის ხშირი სამიზნეა. 2015 წლიდან EUvsDisinfo-ს მიერ გამოვლენილ და აღრიცხულ 13 500-ზე მეტ შემთხვევას შორის, უკრაინა დაახლოებით 5 200-ჯერ არის არის ნახსენები, რაც EUvsDisinfo-ს ბაზის თითქმის 40%-ს შეადგენს.

ყველაფერი დასავლეთის ბრალია

რუსეთის მიერ უკრაინის რეპუტაციის შელახვის მცდელობებისა და სასაზღვრო ზონაში მიმდინარე პროცესების გაშუქებისადმი უნდობობის გაღვივების ფონზე, ორი ძირითადი ნარატივი გამოიკვეთა:

1. დასავლეთი უკრაინას იყენებს

რამდენიმე გამოცემა ცდილობდა უკრაინა რუსეთზე ზეგავლენისთვის და დესტაბილიზაციისთვის დასავლური ძალების იარაღად წარმოეჩინა. როგორც ყოველთვის, ამ ნარატივებშიც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა. ნარატივების უკვე კარგად ჩამოყალიბებული ნიმუშებია, თითქოს “აშშ უკრაინის აჩრდილს რუსეთთან კონფრონტაციისთვის იყენებს”, “აშშ, გაერთიანებული სამეფო და კანადა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტარანად (კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღი) გამოყენებას ცდილობენ” და სხვა. თითქოს ეს საკმარისად სასაცილო არ ყოფილიყოს, ახლა კრემლისტური გამოცემები იმასაც ამტკიცებენ, რომ “უკრაინა უკვე ოკუპირებულია აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ.”

2. დასავლეთი ცრუ განგაშის (false flag) ოპერაციას გეგმავს, რათა უკრაინის საზღვართან არსებულ რუსულ ძალებთან დაპირისპირება მოახდინოს

აღნიშნულმა ნარატივმა მრავალგვარი სახე და ფორმა მიიღო, დაწყებული ინფორმაციულ სივრცეში დასავლეთის პროვოკაციებში დადანაშაულებიდან, დამთავრებული მტკიცებით, რომ დასავლელი ინსტრუქტორები რუსეთის საზღვართან ცხელ წერტილებს ქმნიან. ეს მტკიცებები კრემლის დეზინფორმატორების ხანგრძლივი სასაუბრო თემებია.

ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ან არის, კი?

კრემლის დეზინფორმატორები, არაერთი გაგებით, ძალიან ჰგვანან იმ ადამიანებს, ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერათ. ისინი ყველგან კავშირებს ხედავენ, იქაც კი, სადაც არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა ახლა მათი მთავარი სამიზნეა, შეეცადნენ ყაზახეთში მიმდინარე პროტესტი უკრაინის საიდუმლო სამსახურებთან დაეკავშირებინათ და ამტკიცებდნენ, რომ “უკრაინა ყაზახეთში პოგრომისტების ქმედებებს აკოორდინირებდა”.

ამასთანავე, დაპირისპირების შექმნის მცდელობაში უკრაინის დადანაშაულებას,  რამდენიმე გამოცემისთვის ხელი არ შეუშლია ბრალი აშშ-სთვისაც დაედო, თითქოს აშშ ყაზახეთში პროტესტს იმისათვის ახალისებდა, რომ აშშ-რუსეთის ჟენევის მოლაპარაკებების წინ რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა.

ზოგიერთი გამოცემა კონკრეტულ ქვეყანას არ ასახელებდა და უფრო ბუნდოვნად, უცხო ძალის ჩარევაზე საუბრობდა, თუმცა, რომ აღარაფერი ვთქვათ სანდო მტკიცებულების ქონაზე, უმეტეს მათგანს მტკიცებულება საერთოდ არ ჰქონდა. ეს კიდევ ერთი ნაცნობი ნაბიჯია კრემლის დეზინფორმაციული წყაროებისგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცდარად წარმოაჩინონ ხალხის პროტესტი, თითქოს ის უცხოეთიდან არის მართული, უმეტესად აშშ-ისა და დასავლეთის მიერ.

ნატოს – აგრესორად, ხოლო რუსეთის – დარღვეული პირობების (რომლებიც არასდროს დადებულა) მსხვერპლად წარმოჩენა 

კრემლის დეზინფორმაციის გზამკვლევის კიდევ ერთი ლაიტმოტივი იყო მტკიცება, თითქოს ნატო მტრული სამხედრო ბლოკია და მისი მთავარი მიზანი რუსეთისთვის ზიანის მიყენებაა. ეს გაცვეთილი თემა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუდმივად მეორდებოდა. კრემლის დაბნეულობა ნატოს როლის გაუგებრობითა და მცდარი ინტერპრეტირებით არ მთავრდება. როგორც ჩანს, რუსეთს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ნებაყოფლობითი ალიანსების შინაარსიც არ ესმის და ამტკიცებს, რომ ნატო უკრაინას და სკანდივანიის ქვეყნებს ბლოკში იტყუებს, ხოლო 1990 წელს კი პირობას დებდა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აღარ გაფართოვდებოდა. გადაწყვეტილებას ნატოს წევრობის შესახებ აპლიკანტი ქვეყანა და ნატოს ამჟამინდელი 30 წევრი სახელმწიფო იღებს. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და მოსაზღვრე სახელმწიფოები – ამ შემთხვევაში რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist