ყინავს თუ არა საბანკო ანგარიშს ნახშირორჟანგის დაწესებული ზღვრის გადაჭარბება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

76
VIEWS

4 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა ჯორდანო ბრუნო გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საბანკო ბარათი და მასთან დაკავშირებული ჰოლოგრაფიული გამოსახულება ჩანს. თანდართული აღწერით, თუ ბარათის მომხმარებელი ნახშირბადის ყოველთვიურ ზღვარს გადააბიჯებს, ბარათზე არსებული მისი ანგარიში იყინება.

Screenshot 11 1 ყინავს თუ არა საბანკო ანგარიშს ნახშირორჟანგის დაწესებული ზღვრის გადაჭარბება?

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალური ვიდეოს ავტორის მტკიცებით, ვიდეო კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი და ის მომავალში “გაძლიერებული რეალობის” სათვალეების ერთ-ერთი შესაძლო გამოყენების მოდელირებაა. ბარათი, რომელიც ნახშირორჟანგის ემისიას ზომავს, მართლაც არსებობს, თუმცა მისი გამოყენება ნებაყოფლობითია.

ვიდეოს ავტორი აბდულლატიფ ჰურია, რომელმაც ვიდეო 2022 წლის მარტში, საკუთარ ლინკდინ ანგარიშზე გამოაქვეყნა. ჰურის აღწერით, აღნიშნული ვიდეო მან დაამზადა როგორც “გაძლიერებული რეალობის” (Augmented Reality – AR) სათვალეების შესაძლო გამოყენების მოდელი. ის იმედს გამოთქვამს, რომ სათვალეები მომხმარებელს საშუალებას მისცემს საკუთარი საბანკო მონაცემები მობილური აპლიკაციის გახსნის გარეშე იხილოს. 

Screenshot 12 1 ყინავს თუ არა საბანკო ანგარიშს ნახშირორჟანგის დაწესებული ზღვრის გადაჭარბება?

ლინკდინის პირადი ანგარიშის მიხედვით, ჰური კომპანია PwC Middle East-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განვითარებადი ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და მისი ინტერესის საგანს ფინანსურ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს. 

ტერმინი “გაძლიერებული რეალობა” იმ ტექნოლოგიების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც ვირტუალური ელემენტების (ფოტო, ტექსტი, ანიმაცია, ხმა და სხვ.) გამოყენებით რეალურ სამყაროს აფართოებს ან აძლიერებს. მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ “გაძლიერებული რეალობა” არ ახდენს რეალური სამყაროს ჩანაცვლებას, მისი გამოყენების დროს მომხმარებელი რეალურ სამყაროს კვლავ დომინანტად აღიქვამს

გავრცელებულ პოსტში ჰურის ვიდეო ნახშირორჟანგის ლიმიტთანაა დაკავშირებული. რეალურად, ბარათი, რომელიც მომხმარებელს ნახშირორჟანგის ემისიის გამოთვლაში ეხმარება, ნამდვილად არსებობს. ბარათი, სახელწოდებით DO Black შვედურმა სტარტაპ კომპანიამ Doconomy-მ მასტერქარდთან თანამშრომლობით შექმნა. მისი გამოყენება ნებაყოფლობითია და  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist