ყარაბაღის კონფლიქტის ძველი ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

32
VIEWS

22 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Davit Gulikyan ჯგუფში “სომხეთი და სომხები” გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცთა ჯგუფი ჯვარს ხსნის. პოსტის აღწერის მიხედვით, ეს მოვლენა არცახში ამჟამად ხდება და ჯარისკაცებს აზერბაიჯანელი გენერალი ბარხუდაროვი ხელმძღვანელობს.

"
ვიდეოს აღწერა შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ვიდეო არა 2021 წელს, არამედ ერთი წლით ადრე 2020 წლის 26 ოქტომბერს ყარაბაღის ომის დროსაა გადაღებული. 

გავრცელებულ ვიდეოში მითითებულია, რომ კადრები 2020 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ გუბადლიშია გადაღებული. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუბადლი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სწორედ 26 ოქტომბერს დაიკავეს, ამ დღეს სამინისტრომ ქალაქში გადაღებული რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა, სადაც ის ადგილიც ჩანს, საიდანაც ჯვარი მოხსნეს. "
Davit Gulikyan-ის მეირ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვიდეო სოციალური ქსელი Tik Tok-ის მომხმარებელს From500-სს ეკუთვნის. ამჟამად ამ სახელწოდების მომხმარებელთან, რომელიც აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს, ეს კონკრეტული ვიდეო აღარ იძებნება.

"

ვიდეოს განმავლობაში Telegram არხის Infoteka24-ის ლოგოც ჩნდება. ტელეგრამ არხზე ვიდეო 2020 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა და გადაღების თარიღად 2020 წლის 26 ოქტომბერია მითითებული.

"

აღნიშნული ვიდეო და თანდართული ინფორმაცია 23 ოქტომბერს Infoteka24-ის ვებ გვერდზე, ფეისბუქ და ტვიტერ ანგარიშებზეც გამოჩნდა.

"

ჯგუფის “სომხეთი და სომხების” შესახებ

საჯარო ფეისბუქ ჯგუფი “სომხეთი და სომხები” 2020 წლის 23 ივლისს ყარაბაღში ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა. ჯგუფში მომხმარებლები ძირითადად სომხეთთან და სომხურ კულტურასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს აქვეყნებენ.

"

ჯგუფს 3 ადმინისტრატორი ჰყავს: ამავე სახელწოდების ფეიბუქ ანგარიში, Davit Gulikyan და Arturo Ursus.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist