ყალბი ცესკო ზვიად კუპრავას სახელით დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

27 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 70 000 ლარის ღირებულების ვაზელინი ტენდერის გარეშე შეიძინა. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ მოვლენას პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან” დაკავშირებული ზვიად კუპრავა აპროტესტებს, პოსტი შეიცავს მოწოდებას, რომ მომხმარებლები გაზიარების საშუალებით ზვიად კუპრავას “ამ დიდ ბრძოლაში” დაეხმარონ.

"
მტკიცებები იმის შესახებ, ცესკომ 70 000 ლარის ღირებულების “ვაზელინი” შეიძინა და ზვიად კუპრავა ამ მოვლენას აპროტესტებს, ყალბია. რეალურად, ზვიად კუპრავა “ქართული ოცნების” მხრიდან არჩევნების გაყალბებისთვის “კარუსელების” მოწყობის და ამ პროცესში ვაზელინის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობდა. 

არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად კუპრავა ცესკოს მიერ ტენდერის გარეშე 70 000 ლარის ღირებულების ვაზელინის შეძენის ფაქტს აპროტესტებდა. რეალურად, 26 სექტემბრეს  ზვიად კუპრავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან არჩევნბის გაყალებების ერთ-ერთ მეთოდად ე.წ. “კარუსელი” უნდა განხილულიყო. “კარუსელის” მოსაწყობად კი მარკირების სითხის გამოყენებამდე ამომრჩეველს ხელზე ვაზენილი ან მსგავსი საშუალება უნდა წაესვა.

"
კუპრავას მტკიცებით, მმართველი პარტიის მიერ ამ  პროცედურის შესახებ “გაკვეთილები ტარდებოდა.” ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა უარყვეს.

ფეისბუქ გვერდის “ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ” შესახებ

ფეისბუქ გვერდი “ნამდვილი ცესკო ჩვენ ვართ” 2021 წლის 26 სექტემბერს შეიქმნა და პოლიტიკურ ორგანიზაციად პოზიციონირებს. შექმნის დღიდან დღემდე გვერდმა 2 ყალბი პოსტი გამოაქვეყნა.

"

2021 წლის 3 სექტმბერს სამოქალაქო მოძრაობის “სირცხვილია” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” მიერ შეიქმნა ინიციატივა “სამოქალაქო საარჩევნო კომისია,” რომლის მთავარი მიზანიც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვება, შეფასება, დარღვევებზე რეაგირება და არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლაა. “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” შექმნის დღიდან ხელისუფლების მხარდამჭერი აქტორები და ფეისბუქ გვერდები მის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებენ. ფეისბუქ გვერდი “ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ,” სავარაუდოდ, სამოქალაქო სექტორის სწორედ ამ ინიციატივის საპასუხოდ შეიქმნა, რომლის მიზანია ერთგვარი საინფორმაციო ქაოსის შექმნა და ალტერნატიული ინსტიტუების მიმართ უნდობლობის შექმნა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist