ყალბ ინფორმაციას, თითქოს რურუა ენმ-ის სიაში #1 იქნება, ცრუ საინფორმაციო გვერდი ასპონსორებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

13 მაისს ფეისბუქ გვერდმა პოლიტ ამბები/Polit-News გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. პოსტის მიხედვით, მან ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.

;
“პოლიტიკური ამბების” პოსტი დეზინფორმაციაა. “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარისას გიორგი რურუამ უარყო, რომ ის ნაციონალური მოძრაობის სიით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

“მითების დეტექტორი” გიორგი რურუას დაუკავშირდა. რურუამ გავრცელებულ ამბავს სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიით არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს.

ფეისბუქ გვერდი პოლიტ ამბები/ Polit News, რომელიც საინფორმაციო მედიის სიმულაციას ქმნის, 2020 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და მხოლოდ “პოლიტ ამბები” ერქვა, 2021 წლის 13 მაისს კი სახელი შეიცვალა, სწორედ ამ დღეს გვერდზე გამოქვეყნდა გიორგი რურუას შესახებ აღნიშნული პოსტი, რომელიც ამ დროისთვის გვერდის ერთადერთი პოსტია.

;
ამასთანავე გიორგი რურუას სახელი გავრცელებული ერთადერთი პოსტი აღნიშნულ გვერდზე დასპონსორებულია.

რურუას სახელით ცრუ მხარდაჭერის გვერდი “რურუა გმირია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა, რომელიც პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავას ადარებდა. “მითების დეტექტორის” მიერ პოსტის მონიშვნის შემდეგ, ის აღარ იძებნება. ვრცლად იხილეთ:
რურუას სახელით შექმნილ ყალბ გვერდს სახელისუფლებო გვერდები ორგანიზებულად ავრცელებენ

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist