ქართველების შეუმდგარობის შესახებ ყალბი განცხადება გერმანელ პროფესორს არ ეკუთვნის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფრ
449
VIEWS

2019 წლის მარტის დასაწყისში Facebook-ის რამდენიმე მომხმარებელმა წყაროს მითითების გარეშე გააზიარა ფოტო, რომელზეც თითქოსდა ქართველების კულტურული შეუმდგარობის შესახებ გერმანელი ენათმეცნიერისა და კავკასიოლოგის იოსტ გიპერტის გამონათქვამია მოცემული.

ფოტოზე გაკეთებულ წარწერაში ვკითხულობთ:  ” ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერი, რომელსაც საკუთარი ენა და სამი ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები – ინდოეთში, აფრიკაში. იოსტ გიპერტი (გერმანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი).”

2 მარტს ფოტო ინტერნეტ-მომხმარებელმა გოგა ჩანადირმა  პირად ფეისბუკზე განათავსა, ხოლო მასზე დაყრდნობით ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა presa.ge-მ გააშუქა. ამის შემდეგ presa.ge-ს სტატია სხვადასხვა ონლაინ მედიასასუალებებში და Facebook გვერდებზე გამოჩნდა. მომხმარებელმა გოგა ჩანადირმა პოსტი წაშალა და ის ხელმისაწვდომი აღარ არის.

Facebook მომხამრებლების და ონლაინ გამოცემა presa.ge-ს მიერ გავრცელებული გამონათქვამი ყალბია და ის იოსტ გიპერტს არ ეკუთვნის.

ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი იოსტ გიპერტი ცრუ  ინფორმაციას დოქტორანტის მარიამ კამარაულის დახმარებით  Facebook-ზე ფრანკფურტის ლინგვისტური წრის ჯგუფში გამოეხმაურა და გამონათქვამების ავტორობა უარყო.

"

მითების დეტექტორი  პროფესორ გიპერტს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე დაადასტურა:

იოსტ გიპერტი: “რაც მარიამ კამარაულმა დაწერა სიმართლეა: მე არაფერი მაქვს საერთო ამ დეზინფორმაციასთან. მე ამჟამად ვამოწმებ სამართლებრივ საშუალებებს, რომ შევაჩერო ეს და მივაღწიო პასუხისმგებელი პირების დაპატიმრებას.”
_________
„What Mariam Kamarauli wrote is correct: I have nothing to do with that disinformation, and I am currently checking for legal means to stop this and to have the responsible persons imprisoned.“

როგორ გავრცელდა ფოტო

თავდაპირველად ფოტო Facebook მომხმარებლებმა გაავრცელეს.

""

გოგა ჩანადირის  ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ფოტოს ასობით გაზიარება და ათეულობით კომენტარი აქვს.   ჩანადირი ინფორმაციის წყაროდ ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს ასახელებს.

"

გოგა ჩანადირის Facebook პოსტი ინტერნეტ-გამოცემა presa.ge-მ გააშუქა, ხოლო  presa.ge-ს სტატია  სხვა მედიასაშუალებებმა და Facebook გვერდებმა გააზიარეს.

"

"

"

პროფესორ იოსტ გიპერტის შესახებ  

იოსტ გიპერტი ილიას უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევების ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს. მან ქართველ მეცნიერებთან ერთად  კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროქტები განახორციელა.
90-იან წლებში იოსტ გიპერტმა კავკასიოლოგიისა და ქართველური სწავლების უმდიდრესი ელექტრონული ბაზა შექმნა.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist