ქადაგიძე ამერიკულ დახმარებასა და ინვესტიციებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ქადაგიძე
40
VIEWS

3 სექტემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კრამერის განცხადების შესახებ სტატიის სქრინშოტი გამოაქვეყნა და კრამერის განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ “ტრაგიკომედიის ჟანრის” უწოდა. ქადაგიძის მტკიცებით, ფული, რომელსაც ინვესტიციად ასაღებენ, სინამდვილეში არა საქართველოს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოხმარდა და ბოლო 30 წლის მანძილზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში ვერავინ დაასახელებს. აღნიშნული განცხადება “ხალხის ძალის” ფეისბუქ გვერდმა, POSTV-მ და ონლაინ მედიებმა ლიდერი, მარშალპრესი, მედიაჰოლდინგი “კვირა” და reportiori.ge გაავრცელეს

ქადაგიძე ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძის მტკიცება, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების შენახვას ხმარდება და აშშ მსხვილ ინვესტიციებს ქვეყანაში არ ახორციელებს, მცდარია: 1) გამოყოფილი დახმარება არაერთ სფეროს, მათ შორის, ეკონომიკას, განათლებას, დემოკრატიასა და სოფლის მეურნეობას მოიცავს; ასევე, პარტნიორებს შორის არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო ინსტიტუტები. 2) რაც შეეხება ინვესტიციებს, აშშ საქართველოში წლებია, რაც ტოპ ინვესტორებს შორისაა.

ზურაბ ქადაგიძე, დევიდ კრამერის განცხადების საპასუხოდ, 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას “ტრაგიკომიკულს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ რეალურად შეერთებული შტატები საკუთარ არასამთავრობოებზე ზრუნავდა და ამას ინვესტიციად ასაღებდა. 

აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, შტატების მიერ გაწეული დახმარების ოდენობა მართლაც დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 1.9 მილიარდი სწორედ ამ სააგენტოს საქმიანობას მოხმარდა. USAID-მა საქართველოში ფუნქციონირება 1992 წელს დაიწყო და ამ პერიოდიდან მოყოლებული ორგანიზაციამ ქვეყანაში უსაფრთხოების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროგრამა განახორციელა

ამჟამად ორგანიზაცია 40 მიმდინარე პროგრამაში ახორციელებს ინვესტირებას, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი

ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტებს მრავალი ფოკუსი აქვს, კერძოდ: ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, კერძო სექტორის ინვესტირება, სამუშაო ადგილების შექმნა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, მოსახლეობის დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის ხელშეწყობა, მწვანე ენერგიის ხელშეწყობა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა, და სხვა. აღნიშნული პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საქართველოს მთავრობასთან, სხვადასხვა სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით ხორციელდება

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების დახმარების ნაწილს პირდაპირ საქართველოს მთავრობა იღებს. 2024 წლის 31 ივლისს აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება შეუჩერა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ყალბი განცხადებებია, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება

ამერიკულ დახმარებასთან დააკავშირებით წარსულში სხვადასხვა აქტორები, მათ შორის პარტია “პატრიოტთა ალიანსიც” მანიპულირებდა. ვრცლად იხილეთ:

ამერიკული ინვესტიციები

“ხალხის ძალის” პოლიტიკოსი ინვესტიციების შესახებ იმასაც ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებული მსხვილი რეალური ამერიკული ინვესტიცია არ არსებობს. 

რეალურად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ასე გამოიყურება: 

Screenshot 2024 09 19 105858 ქადაგიძე ამერიკულ დახმარებასა და ინვესტიციებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

მონაცემები მოცემულია ათას აშშ დოლარში, წყარო: geostat.ge

2024 წლის პირველი ორი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აშშ-მა საქართველოში უკვე განახორციელა 18.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ამ მაჩვენებლით მეშვიდე ადგილს იკავებს. Business Media-ს ინფორმაციით, წამყვანი დარგები, რომლებშიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები იყო. ხოლო კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო ფონდი World Vision International-ის ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში, ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში, შპს მაგთიკომი, საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო და შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია იყვნენ. 

2023 წელს ამერიკიდან შემოსულმა ინვესტიციებმა საერთო მოცულობის 9,6% შეადგინა, რითაც ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებისა და თურქეთის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებდა. შეერთებული შტატები 2022 წლის ჯამური ინვესტიციების მოცულობითაც უმსხვილეს ინვესტორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებდა. 

ქადაგიძის პოსტი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ კრამერის 3 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეძღვნებოდა. კრამერმა განაცხადა, რომ ის უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მომხრეა, ასევე, ის მხარს უჭერს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას, თუმცა, განცხადებები, რომ ამერიკა გლობალური ომის პარტიაა, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, აბსურდულია (1,2). 

არქივი: 1 2 3 4 5 6 7

 


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist