პუბლიკაცია, თითქოს ალაბამას სენატორს საქართველო ჯორჯიას შტატში აერია, სატირულ-იუმორისტულმა პორტალმა გაავრცელა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

white
110
VIEWS

15 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ალაბამას სენატორს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ჯორჯიის შტატის ოლიმპიურ გუნდში აერია და ამის შესახებ ღია წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს.

ამბავი ინგლისურენოვანმა სატირულ-იუმორისტულმა პორტალმა USdailymail-მა გაავრცელა. პუბლიკაციის მიხედვით, ალაბამას სენატორი ფრედ კალჰუნი ოჯახთან ერთად უყურებდა რიოს ოლიმპიადას, როდესაც შენიშნა, რომ ოლიმპიადაზე ჯორჯიის შტატი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ისე იღებდა მონაწილეობას. მოყვანილია სენატორის ციტატა, სადაც იგი აცხადებს, რომ რადგანაც ალაბამას ჰყავს ღირსშესანიშნავი სპორტსმენები, მომავალში მათაც უნდა მიეცეთ ოლიმპიადაში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. პუბლიკაციის მიხედვით კომიტეტმა ეს წერილი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც სენატორის იდეას მხარდამჭერების გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული მასალა ქართულმა მედია საშუალებებმა პირველი რადიო და ფორტუნა გამოაქვეყნეს.

5

  1. სინამდვილეში Usdailymail.com სატირულ – იუმორისტული პორტალია, რომლის ვებ გვერდზე ვკითხულობთ:US Daily Mail – ახალი ამბები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა.ვებ-გვერდზე რამოდენიმე სიახლე იძებნება, ხოლო მის ფეისბუქის გვერდს 33-მდე მოწონება აქვს. არც გავრცელებულ მასალაში და არც ვებ-გვერდზე არაა მითითებული, რომ US Daily Mail იუმორისტულ მასალას ამზადებს. კატეგორია „ჩვენს შესახებ” კი ცარიელია.
  2. ალაბამას შტატის სენატორი სახელით და გვარით ფრედ კალჰუნი არ არსებობს.
  3. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფეისბუქის გვერდზე „სენატორის” წერილი არ დევს.
  4. ფოტოსურათი, რომელიც ახალ ამბავს ერთვოდა ასახავს საქართველოს ნაკრებს 2010 წლის კანადის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

9

გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 16 აგვისტოს კომენტარით: „სიმართლე რომ ითქვას, ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა, აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს – არა” – გამოეხმაურა.

2008 წელი -The Princeton Tiger: ალაბამა შეძრწუნებულია რუსეთის საქართველოში (Georgia) შეჭრით

7

საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ინგლისურენოვანი სახელწოდების მსგავსებასთან დაკავშირებით იუმორისტული სტატია 2008 წლის 18 სექტემბერს „The Princeton Tiger”-მაც გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ალაბამის შტატის მცხოვრებლები გაოცებულნი და შოკირებული დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ რუსეთი საქართველოში (Georgia) შეიჭრა.

რადგანაც ალაბამა ჯორჯიის შტატის მეზობლად მდებარეობს, ამის გამო შტატი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადავიდა. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა სერიალ 24 საათის გმირის, ჯეკ ბაუერის დაქირავება: ჯეკ ბაუერი გაანადგურებდა ალაბამას შტატს – რუსებს კი დასაპყრობი არაფერი დარჩებოდათ.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist