პროტესტი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით თუ დაკავების სპეცოპერაციის გამო – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

100
VIEWS

16 მაისს ფეისბუკ-მომხმარებელმა Ирина Рязанова ფეისბუკ-ჯგუფებში “ПМР” და “МНОГОНАЦИОНАЛЬНАЯ МОЛДОВА” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიციელები და სამოქალაქო პირები ლონდონის ქუჩაში. პოსტის ავტორის მტკიცებით, აღმოსავლეთ ლონდონში – დალსტონში დემონსტრანტების, კერძოდ კი საკვების მიტანის სერვისში მომუშავე პირების მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა იყო, ლონდონის პოლიციამ კი ისინი ძალადობრივად დაარბია. პოსტის ავტორი ასევე ირონიულად აღნიშნავს, რომ ვიდეოში “არაფერი ძალადობრივი არ ხდება და ეს დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება.”

მტკიცება, თითქოს ლონდონში აქციაზე საკვების მიტანის სერვისში მომუშავე პირები ხელფასის მომატებას ითხოვენ, მცდარია. რეალურად, 14 მაისს დალსტონში აქცია მართლაც გაიმართა, რაც ადგილობრივ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისიპირებაში გადაიზარდა, თუმცა დემონსტრანტები პოლიციის მიერ იმ პირის დაკავების ხელის შესაშლელად შეიკრიბნენ, რომელიც, პოლიციის თქმით, იმიგრაციის კანონის დარღვევისათვის იძებნებოდა.

2022 წლის 14 მაისს ლონდონში წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს, დალსტონის პოლიციამ იმიგრაციის კანონის დარღვევის გამო ერთ-ერთი იმიგრანტის დაპატიმრება სცადა. გამვლელებმა დაკავების მცდელობა იმიგრანტების რეიდად მიიჩნიეს და პოლიციისათვის ხელი შეშლა სცადეს, რასაც შეკრებილებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, წესრიგის ძალადობრივი დარღვევის ბრალდებით 9 დემონსტრანტი დააკავეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ბრიტანული მედიის The Telegraph-ის  იუთუბ-არხზეც არის განთავსებული. ვიდეოს წარწერებიდან ვიგებთ, რომ პოლიცია წინასწარ დაგეგმილ სპეციალურ ოპერაციას აწარმოებდა.

ლონდონის პოლიციის მიერ ინციდენტის შემდგომ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმიგრანტების რეიდს ან მათზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პოლიცია დალსტონში კინგსლენდ ჰაის ქუჩაზე 14 მაისს წინასწარ დაგეგმილ სპეციალურ ოპერაციას აწარმოებდა, რომლის მიზანი ელექტრონული სკუტერებისა და მოტოციკლისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა იყო. სპეციალური ოპერაციის დროს პოლიციამ იმ პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც იმიგრაციის კანონის დარღვევისათვის იძებნებოდა და მისი დაკავება სცადა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ამ დროს შეიკირბა გარშემო დიდი რაოდენობის ხალხი, რომელმაც პოლიციელებს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა. 

ლონდონის პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად რამდენიმე ოფიცერი დაშავდა, ხოლო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ასახავს, პროფესიული სტანდარტების დირექტორატს გადაეცა გამოძიებისთვის. პოლიციის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებმა იციან ძალის გამოყენებისას პროპორციულობისა და კეთილგონიერების აუცილებლობის შესახებ და დასძინა, რომ მათი ქმედებები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისგებაც მოუწევთ.


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist