წინააღმდეგობა / Resistance

წინააღმდეგობა / Resistance ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდია, რომელიც ძირითადად ქსენოფობიური, განსაკუთრებით კი თურქოფობიური მოწოდებების ტირაჟირებას ახდენს. აღნიშნული გვერდი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი მედიუმია და ამ მოძრაობის მიერ დაგეგმილი ღონისძებების გარშემო აუდიტორიის მობილიზებას ცდილობს. გვერდზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქართული მარშის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ, მაგალითად 12 აგვისტოს “დიდგორობის” აღნიშვნა ბათუმში, 5 მარტს ანტი-საიმიგრაციო მსვლელობა აღმაშენებელზე, ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ქართული მარშის მიერ ორგანიზებული შეკრებები და ა.შ. წინააღმდეგობა / Resistance-ის აუდიტორია 10 ათასს აჭარბებს (16 გვისტოს მონაცემებიტ გვერდს 10 701 გამომწერი ჰყავს). 10 აგვისტოს ფუნქციონირება დაიწყო “წინააღმდეგობის” ბათუმის რეგიონალურმა გვერდმა ბათუმი / Resistance Batumi-მა. ეს გვერდი საკუთარ მისიად ბათუმში ეროვნული მემარჯვენე ძალის განვითარებას ასახელებს. მღვდლის ცემის შესახებ ინფორმაცია წინააღმდეგობა ბათუმი / Resistance Batumi-მა ერთი დღით ადრე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist