ჭაჭია ალექსანდრე

ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია, რომლის ინტერვიუები რეგულარულად ქვეყნდება ქართულენოვან კრემლისტური ონლაინ-პორტალებზე “საქინფორმი” და “საქართველო და მსოფლიო” (Geworld.ge). ამავე დროს, ჭაჭია შპს “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, რომელიც “საქართველო და მსოფლიო”-ს გამოსცემს. 2014 წლის 13 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ბრძანების ტექსტში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ჭაჭია სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“-ს თავმჯდომარეა და გამოსცემს ჟურნალს „ისტორიული მემკვიდრეობა“, ასევე გაზეთებს „ილორი“ და „საქართველო და მსოფლიო“. ალექსანდრე ჭაჭია და „საქართველო და მსოფლიო“ ხშირად ფიგურირებენ მედიის განვითარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist