სეზონი TV

სეზონი TV-ის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, რომელიც სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა. კერძოდ, კანდელაკი საზოგადოება “გორელის” წევრი იყო, რომელმაც გორში სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივით გორის საკრებულოს არაერთხელ მიმართა. გიორგი კანდელაკი მოძრაობა “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” წევრიცაა. ორგანიზაცია ღიად საბჭოური სენტიმენტებითა და იოსებ სტალინის მხარდაჭერით გამოირჩევა. თავად კანდელაკი სტალინის ძეგლის დაბრუნებას მრავალი წელია ითხოვს, მას ამისათვის არაერთი საპროტესტო აქცია აქვს ორგანიზებული, მათ შორის, საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობით.

გიორგი კანდელაკის მფლობელობაშია სპორტ კაფე “ჯოზეფი” [Joseph], რომელიც აგრეთვე სტალინის სახელს ატარებს.

Screenshot 14 1 სეზონი TV
გიორგი კანდელაკი “კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე”. 09.01.16. © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი
Screenshot 15 1 სეზონი TV

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist