საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI საჯარო რეესტრში 2014 წლის 18 მარტს დემოგრაფიული განვითარების ფონდის სახელით დარეგისტრირდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი სახელწოდება შეიცვალა და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ედ დარეგისტრირდა.

ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა, TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელია პალიტრა ჰოლდინგის მეწილე და ტრი-მედია ინტელიჯენსის დამფუძნებელი გიორგი თევდორაშვილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამჟამად არის ზვიად ტომარაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას. ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერი“ ამოღებას შეეხებოდა, მეორე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ დასჯადად გამოცხადებას.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist