საქართველო უპირველეს ყოვლისა – geo-first.com

ვებ-გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” იურიდიული პირების რეესტრში 2022 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა.  რეესტრიდან ამონაწერში ორგანიზაციის დირექტორად ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილია მითითებული, გამგეობის თავმჯდომარედ და წევრად – ნიკოლოზ ზედგენიძე, გამგეობის მესამე წევრად კი – რატი აბაკელია.  

ვატო შაქარიშვილი თბილისის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”. მან 2019 წელს, ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, პარტია დატოვა, მიზეზად კი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია დაასახელა.

2023 წელს შაქარიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დააფუძნა.

2021 წელს ვატო შაქარიშვილი, გია გაჩეჩილაძესთან, იგივე “უცნობთან” ერთად, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში ჩაუდგა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები “პოლიტმედიატერორისგან უნდა დაეცვათ”.

ვატო შაქარიშვილის ფეისბუკ-გვერდი  “აი ია” ჩართული იყო 2022 წლის 5-6 სექტემბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის “დიდება უკრაინის” დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელსაც სახელისუფლებო მედიები და ფეისბუკ-ანგარიშები კოორდინირებულად ავრცელებდნენ.

შაქარიშვილი, “საქართველო უპირველეს ყოვლისას” მხარდამჭერებთან ერთად, 2023 წლის 17 ივნისს ბორჯომში ჩავიდა და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურა ჯაფარიძის ახალგაზრდებთან შეხვედრა გააპროტესტა. როგორც გავრცელებული ვიდეოს ავტორი ჰყვება, ორგანიზაციის წევრებმა, სასტუმროს, სადაც ჯაფარიძეს ლექცია უნდა ჩაეტარებინა ქვები დაუშინეს.

“საქართველო უპირველეს ყოვლისას” ფეისბუკ-გვერდი Georgia First NEWS ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის მასალებს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, NATO-სა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენაა მიმართული.

პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია. გარდა ამისა, პლატფორმის ორი ფეისბუკ-გვერდი (Georgia First NEWS;  საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First) ხშირად ასპონსორებს ტაკერ კარლსონთან დაკავშირებულ მასალებს, რომელთა უმრავლესობა კარლსონის ინტერვიუების ფრაგმენტებს, მოსაზრებებს და მის პლატფორმებზე გამოქვეყნებულს პოსტებს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დასპონოსრებულია ტაკერ კარლსონის პუტინთან ინტერვიუს როგორც სრული ვერსია(1,2), ისე ცალკეული ფრაგმენტები(1,2,3).

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist