RT-ის პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელი TV-Novosti-ს ბრენდია, რომელმაც მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. RT ინფორმაციას რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე გადასცემს. 2005 წლიდან მოყოლებული RT-ს დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა. ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო “გენოციდში” დაადანაშაულა, ხოლო რუსეთი გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისმყოფელი. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის RT ეთერს უთმობს ულტრა-მემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე სვადასხვა რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს.
2014 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ RT-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს ისეთი ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.