ქართული იდეა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული იდეა არასამეწარმეო იურიდიულ პირად, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 21 თებერვალს დარეგისტრირდა. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირების ჩამონათვალში მოძრაობის თავმჯდომარედ მითითებულია ლევან ჩაჩუა, მთავარი კომიტეტის ერთერთ წევრადსაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ისწარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. 2014 წლის 31 მარტს, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა.

2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია ქართული იდეის დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამრიანოვოსტისთბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოსთვის წარდგენილ პარტიულ სიაში, ქართული იდეის პირველ ნომრად ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე ნომრად ალექსანდრე ბრეგაძეა დასახელებული, რომელიც საბურთალოს მეექვსე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყო წარდგენილი კანდიდატად. ლევან ჩაჩუა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო და 2010 წელს ტელეკომპანიაკავკასიაშიექსტრემისტული ქმედებების გამო დააკავეს, როდესაც ის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად პირდაპირ ეთერში სტუდიაში შეიჭრა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239 მუხლის მე-2 ნაწილის (ხულიგნობა) დარღვევისთვის 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ლევან ჩაჩუა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. 2013 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ამჟამად ლევან ჩაჩუა ქართული იდეის თავმჯდომარე და ხარისხის არხზე გადაცემადასაბამიდან სასუფევლამდეერთერთი წამყვანია.

ქართული იდეის ფეისბუქ გვერდზე, სექციაში ჩვენს შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული იდეის ერთერთ მიზნად მითითებულია ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. მოძრაობა ხშირად მართავს სხვადასხვა დემონსტრაციებს და გამოირჩევა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით.  ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციებს.  ქართული იდეის ფეისბუქგვერდზე ხშირად ვრცელდება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, დავით კარტოზიას ვიდეომიმართვები. დავით კარტოზია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ლობისტური კომპანია American Strategic Partners – დააარსა. ის ასევე პერიოდულად ერთვება ხარისხის არხზე ლევან ჩაჩუასთან გადაცემაშიდასაბამიდან სასუფევლამდე.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist