პოლიტიკანო

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. ფეისბუქ გვერდზე, Politicano- ს მიერ ორგანიზებული  ღონისძიებების სექციაში 2 საჯარო ლექციაა მითითებული რომელიც 2015 და 2016 წელს სწორედ ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.  პოლიტიკანოს ხელმძღვანელი გიორგი მდივანია.

Politicano-ს ფეისბუკ გვერდის დახურული ჯგუფში 8 ადამიანია გაწევრიანებული (18 ივნისის მონაცემებით, 2018).

"
როგორც ფოტოზე ჩანს, პოლიტიკანოს დახურული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არჩილ სიხარულიძეა, რომლის ვებ-გვერდზე archilsikharulidze.ge 2018 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიხარულიძემ “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში”, პოლიტოლოგ თამარ კიკნაძესთან ერთად ლექცია თემაზე “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აშშ-ისა და ევროპის კონტექსტში” წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ თავად თამარ კიკნაძე ქსენოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” ხშირი სტუმარია და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

"

თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. ფონდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, 2018 წლის თებერვალში პრიმაკოვის ცენტრის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძის პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist