პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი 2012 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ პირველად მოიპოვა საკრებულოებში წარმომადგენლობა (5,37%), ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხმების 5,01%-ით – საკანონმდებლო ორგანოში მანდატები. 

თუ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ღიად გაცხადებული პრორუსული საგარეო კურსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა, “პატრიოტთა ალიანსმა” ამომრჩეველთა კონსოლიდირება თურქოფობიური და ისლამოფობიური გზავნილებით მოახდინა.   ხანგრძლივი გზავნილი, რომ ”თუ რუსეთი ოკუპანტია, მაშინ თურქეთიც ოკუპანტია” – მიზნად ისახავდა საქართველოს უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებიდან (რუსეთის მიერ ოკუპაცია) ყურადღების ისტორიულ ოკუპაციაზე გადატანას (ოსმალეთის იმპერიის ოკუპაცია), რომელიც, თავის მხრივ, ისტორიული ტრავმის გაღვივებისკენ იყო მიმართული. 

საპარლამენტო მანდატების მოპოვებისთანავე კი კრემლის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გახმოვანება უფრო გაცხადებულად დაიწყო, რაც კრემლისთვის საკვანძო შემდეგ საკითხებს მოიცავდა: 1. სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ ინიციატივა, 2. ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის უგულებელყოფა და დასაველთის ჩარევის გარეშე კონფლიქტების რუსეთთან პირისპირ დიალოგის გზით გადაწყვეტა, 3. მიზანმიმართული კამპანიები ნატოს და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

“პატრიოტთა ალიანსის” რუსულ კავშირებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტური გამოძიება მიხეილ ხოდორკოვსკის საგამოძიებო პროექტმა „დოსიე ცენტრმა” გამოაქვეყნა, რომელიც გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ კრემლი ალიანსს ფინანსურად და საარჩევნო სტრატეგიის დაგეგმვაში ეხმარებოდა, ამ მიზნით კი პოლიტიკური სტრატეგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში მოქმედი კომპანია POLITSECRETS დაუქირავა. 

“პატრიოტთა ალიასთან” არის დაკავშირებული ტელეკომპანია “ობიექტივი”, რომლის სარედაქციო პოლიტიკა პარტიის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან თანხვედრაშია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, როცა პატრიოტთა ალიანსმა ხმების მხოლოდ 3,14% მოიპოვა და წინა არჩევნებზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა, პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა 2021 წლიდან ტვ “ობიექტივის” ეთერში საკუთარი პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანა დაიწყო, რა დროსაც დასავლეთის მიერ ეკლესიის და რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე ახდენს ფოკუსირებას.

ტვ “ობიექტივის” გარდა, “პატრიოტთა ალიანსთან” სოციალურ ქსელში გაკრვეული ანგარიშები იყო  დაკავშირებული, რომელთა ნაწილი 2020 წლის შემოდგომაზე კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების (CIB) გამო ფეისბუკმა წაშალა, მათ შორის Tinp.ge- დღეს პოლიტიკაში, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო ჩართული და პარტიული ხაზის შესაბამისად NDI-ისა და IRI-ის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist