მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ) 1995 წლიდან არსებობს, ის ექსტრემისტული გაერთიანებაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტ თემის, დასავლური დღესასწაულების წინააღმდეგ გამოდის. მმკ ეწინააღმდეგება კათოლიციზმს, აპროტესტებს კათოლიკური ტაძრების, ასევე მეჩეთების მშენებლობას.
გამომდინარე იქიდან, რომ მმკ-ის წევრები სასულიერო პირებიც არიან, ორგანიზაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური ფრთის პოზიციას გამოხატავს. საპატრიარქო უარყოფს მმკ-სთან კავშირს, თუმცა ორგანიზაციის თანათავჯდომარე ავთანდიალ უნგიაძე აღნიშნავს, რომ მათ მხარდაჭერაპატრიარქისგან აქვთ.
მმკ ძალადობრივი აქტივობებით გამოირჩევა, 2008 წლის 31 ოქტომბერს მათ ჰელოუინის დღესასწაული ჩაშალეს, აპარატურა დაამტვრიეს და მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 2016 წელს მმკ საქართველოში რომის პაპის ფრანცისკეს ვიზიტს აპროტესტებდა, ორგანიზაციის წევრები გამოვიდნენ ბანერებით “ვატიკანი სულიერი აგრესორია”, ისინი პაპს მოიხსენიებდნენ ტერმინებით “ანტიქრისტე” და “ერეტიკოსი”. დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც მმკ-ის ერთ-ერთი ლიდერია, აცხადებს, რომ კათოლიციზმი ეკლესიის დოგმიდან გადახვევა და მწვალებლობაა.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰომოფობიურ აქციებზე ისეთ ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად გამოდის, როგორიცაა “ქართული მარში” და ბიზნესმენი, მსოფლიოს ოჯახების კონგრესის წარმომადგენელი ლევან ვასაძე.