ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრია. საქართველოს პარლამენტის ვებ- გვერდზე, ემზარ კვიციანის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი 2006 წლის 25 ივლისიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე – პოლიტიკური დევნილი იყო.

2014 წლის 28 თებერვალს ემზარ კვიციანი მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა, როდესაც თბილისის აეროპორტში დააკავეს.  მის წინააღმდეგ საქმე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღძრული, რის საფუძველზეც ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ მას  ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა ან ხელმძღვანელობაში (223 მუხ.1-ლი ნაწილი), ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლაში (315 მუხ. მე-3 ნაწილი) დასდო  და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2015 წლის 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი საპროცესო გარიგებით, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. იმავე წლიდან კვიციანი პარტია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა.

ემზარ კვიციანი 2000-2004 წლებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო რწმუნებული იყო და კოდორის ხეობის გასამხედროებულ ჯგუფ “მონადირეს” ხელმძღვანელობდა, რომელიც  2002 წლიდან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. 2005 წელს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებით, “მონადირე” გაუქმდა. 2006 წლის 22 ივლისს, ემზარ კვიციანმა ხელისუფლებას შეიარაღებული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 25 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებამ კოდორში სპეცოპერაცია დაიწყო, რის შემდეგაც ემზარ კვიციანმა საქართველო დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა. მას დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და ძებნილად გამოცხადდა. რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში, ემზარ კვიციანი სპეცოპერაციაში საქართველოს ხელისუფლებას დაქირავებული მკვლელების გამოყენებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ამ პროცესში ამერიკელები მონაწილეობდნენ, რადგან მან სპეცოპერაციის ერთ – ერთ მონაწილეს  ნიღაბი ჩამოგლიჯა და ის შავკანიანი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist