კვარაცხელია ვალერი

ტვ „ობიექტივის“ წამყვანის ვალერი კვარაცხელიას პარტია „ნეიტრალური საქართველო“ 2008 წლის 29 თებერვალში დარეგისტრირდა. 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“, რომლის დამფუძნებელიც ვალერი კვარაცხელიაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა და „თავისუფლების ქარტია“ შეახსენა, რომლითაც ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალუ- ლია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვალერი კვარაცხელიამ მონაწილეობა პ/გ „საქართველოს კომუნისტური პარტიის“ სახელით მიიღო, რადგან მის პარტიას რეგისტრაცია დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო გაუქმდა.

2016 წლის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა 8 შემთხვევა, როდესაც ვალერი კვარაცხელიამ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება პარტიის სახელით გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist