InfoAnalytical.ge

ვებ-გვერდი InfoAnalytical.ge 2022 წლის 12 თებერვლიდან უკრაინის კრიზისის, ამერიკის ადმინისტრაციის, საქართველოში ამერიკის ელჩის და ქართული პოლიტიკის შესახებ კრემლის პოლიტიკის და პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიებს და მოსაზრებებს აქვეყნებს. ვებ-გვერდზე გვხვდება ანტიამერიკული პუბლიკაციები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი საქართველოს იდეოლოგიურ ოკუპაციას ახდენს, ხოლო საქართველოში ამერიკის ელჩი “ამერიკული საოკუპაციო რეჟიმის” გარყვნილ წარმომადგენლადაა მოხსენიებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 12 თებერვლამდე ვებ-გვერდზე აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის ინგლისურენოვანი სტატიები ქვეყნდებოდა, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრებას, სპორტს, დასვენებასა და მსგავს თემებს ეხებოდა. აღნიშნული სტატიების გამოქვეყნება ვებ-გვერდმა 2021 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. 12 თებერვლიდან კი საიტზე ირაკლი ჯანყარაშვილის სტატიები გამოჩნდა.

Facebook-ზე იძებნება იდენტური სახელის მქონე გვერდიც, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალსაა შექმნილი და როგორც info analytical-ზე, ისე ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ მართულ კიდევ ერთ საიტზე, tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აზიარებს.

Facebook Ad Library-ის მიხედვით ფეისბუქ გვერდი infoanalytical.ge-ს ამჟამად ერთი პოსტი აქვს დასპონსორებული. პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი პოსტი საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ ფეისბუქ გვერდმა 2022 წლის 15 თებერვალს დაარეკლამა.

 infoanalyrical.ge-ზე გამოქვეყნებული მასალების ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი ვებ-გვერდ tvalsazrisi.ge-ისა და სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშის საშუალებით ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს. ჯანყარაშვილი მხარს კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” და მის ლიდერს ირმა ინაშვილს უჭერს. 27 ოქტომბერს ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ დადებითი განწყობა მხოლოდ ირმა ინაშვილისა და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აქვს.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist