iNews • აინიუსი

Facebook გვერდი iNews – აინიუსი 2015 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა. გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ინფორმაცია მითითებული არ აქვს, თუმცა 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა ლოლაძეა. 2018 წელს CRRC საქართველომ აინიუსი 65 Facebook გვერდის სიაში შეიყვანა, რომელიც  დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ამასთან, აინიუსი პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, პრორუსულ, რასისტულ და ჰომოფობიურ პოსტებს.

2019 წელს პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე iNews შუღლის გამაღვივებელ გზავნილებს ავრცელებდა. iNews-ს გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო და პოსტის აღწერაში უთითებდა, რომ პანკისელები “ალაჰ აკბარს” გაიძახოდნენ. სხვა პოსტების ქვეშ კი ვხდებოდით ტროლების კომენტარებს, რომ ქისტებს “სხვა ღმერთი” ჰყავთ, რაც მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებასა და საქართველოს მოქალაქე ქისტების დისტანცირებასა და გაუცხოებას ისახავდა მიზნად. ამ თემასთან დაკავშირებით ანგარიში “მითების დეტექტორმა” 2019 წლის 25 აპრილს გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist