თავისუფალი არხი “ილიონი”

თავისუფალი არხი “ილიონის” ფეისბუქ  გვერდი 2019 წლის 22 დეკემბერს ილიონი TV-ს სახელით შეიქმნა, ხოლო თავისუფალ არხად 2020 წლის 25 ნოემბერს გადაკეთდა. 2021 წლის 25 აპრილს კი გვერდმა სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და თავისუფალი არხი “ილიონის” სახელწოდებით ფუნქციონირებს.

გვერდს მითითებული აქვს, რომ ის კონსერვატიული იდეოლოგიის დამოუკიდებელი ტელევიზიაა. ილიონი TV-ს ასევე აქვს იუთუბის არხი, სახელწოდებით Kolkhida 81 Ltd, რომელიც 2018 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა.

შპს “ილიონი” საჯარო რეესტრში 2017 წლის 14 აგვისტოს არის რეგისტრირებული და მის დირექტორად “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი მალხაზ ფილაური ფიგურირებდა. 2020 წლის 19 ივნისის მონაცემებით კი, შპს “ილიონის” დირექტორი როინი ხიჯაკაძე გახდა, რომელიც ასევე პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მესაკუთრეების სიაც. 2017-ში ლაურა ომანიძე ერთადერთი პარტნიორი იყო და კომპანიის 100%-იან წილს ფლობდა, ხოლო  2020 წლის 3 დეკემბრის ცვლილებით, მესაკუთრეები ლაურა ომანიძე (4%), სოფიო კაპანაძე (28%) და ქეთო შენგელია (32%), მაია როხვაძე (36%) გახდნენ.

2020 წლის 4 ივნისს შპს “ილიონმა” მარეგულირებლისგან კერძო ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. 

თავისუფალი არხი “ილინის” ფეისბუქ გვერდიკოვიდ19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს.

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist