გურამ ფალავანდიშვილი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

0
VIEWS

გურამ ფალვანდიშვილი, რომელიც  ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების დამფუძნებელია, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებთან ერთად, ექსტრემისტული ქმედებებითაც გამოირჩევა,

2013 წლის 4 დეკემბერს პრიმაკოვის რუსულ-ქართული ცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ფალავანდიშვილი ანტისემიტური ქმედებების გამო წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით  დააკავეს, როცა ხანუქას დღესასწაულზე მათ პლაკატები ჩამოხიეს და ღონისძიებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნა დააზიანეს. დაკავებულები მოგვიანებით 100-100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს. 2019 წელს ფალავანდიშვილი ლევან ვასაძის ინიცირებული “სახალხო ლეგიონის” ფორმირებაშიც მონაწილეობდა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულიც იყო. ფალავანდიშვილი ევროკავშირის წინ ჰომოფობიურ აქციაზეც დააკავეს.

გურამ ფალავანდიშვილის “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებასთან”, პრიმაკოვის ცენტრთან და ლევან ვასაძესთან ერთად UNICEF-ის და ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსის წინააღმდეგ გამოდიან, იუვენალურ კანონმდებლობას რუსული პროპაგანდის მსგავსად, იუვენალურ ფაშიზმად წარმოაჩენენ, რომელიც ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული. ის ასევე უპირისპირდებოდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც ბავშვთა უფლებების ხელყოფის გამო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის უფლებას ითხოვდა; ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად ქვიარ თემებზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლით იმუქრებოდა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist