გოგავა ირაკლი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

16
VIEWS

1999 წელს  ირაკლი გოგავა “მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და 1999-2001 წლებში ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრი იყო. 2001 წელს წელს ის ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

გოგავა პოზიციონირებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი. ორგანიზაცია ამგვარი სახელით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ იძებნება. გოგავას პერიოდულად ციტირებენ კრემლისტური გამოცემები საქართველოში: “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და “ნიუს ფრონტი”. 2020 წლის იანვარში გოგავა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინააღმდეგ აგორებულ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული და ორგანიზაციის საქმიანობა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასაც შეადარა.

ირაკლი გოგავას მოსაზრებები ჩნდება რუსულენოვან საინფორმაციო სააგენტოებშიც. ონლაინ გამოვემა intelros.ru-ზე გამოქვეყნებული სტატიიან ირკვევა, რომ გოგავა ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის ფართომასშტაბიან ჩართულობას ქართულ ეკონომიკაში და პრობლემად არ მიაჩნია რკინიგზის აქციების რუსეთის მიერ ყიდვა.

2015-2016 წლებში გოგავამ პოლიტიკურ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” ჯამში 59 340 ლარი შესწირა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist