გეოვებს.რუ – Geowebs.ru

ვებ-გვერდი Geowebs.ru სულ 63 დღეა, რაც არსებობს და ის 2018 წლის 29 იანვარს 1 წლით დარეგისტრირდა. ვებ-გვერდი REGRU-RU-ს არის დარეგისტრირებული. საიტის წარმოშობის ადგილად მითითებულია გერმანია მითითებული, თუმცა შესაძლოა რუსეთიც იყოს, რაც რისკის შემცველ ფაქტორადაა მიჩნეული. ვებ-გვერდი სულ ცოტა ხნის წინაა დარეგისტრირებული და ისიც მხოლოდ 1 წლის ვადით, რაც თაღლითური საიტების მოქმედებისთვისაა დამახასითებელი. Scamadviser – ის თანახმად, Geowebs.ru-ის სერვერზე კიდევ ერთი გვერდი athome.ge-ა დარეგისტრირებული, რომელიც თავის მხრივ უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების პორტალია. REG.RU – დომეინის სახელების რეგისტრატორი რუსული კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან არსებობს. კომპანიის მთავარი ოფისი მოსკოვში მდებარეობს, თუმცა ფილიალები რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებშიც აქვს. მისი გენერალური დირექტორია ალექსეი კოროლიუკი.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist