გაიტანჯიევა დილიანა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

998
VIEWS

დილიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ე.წ. საგამოძიებო მასალა სათაურით “პენტაგონის ბიო ომები” 2018 წლის 16 იანვარს ინგლისურენოვან პორტალზე South Front გამოაქვეყნა. პორტალი რუსეთიდან იმართება და რუსულ დომეინზეა რეგიტრირებული, რომელიც ხშირად აქვეყნებს შეთქმულების თეორიებს სამხედრო თემატიკისა და დაზვერვის შესახებ. რუსულ ენაზე ეს მასალა პორტალმა Новостной Фронт გამოაქვეყნა, რომელიც დონბასის დამოუკიდებლობას აღიარებს და აღნიშნავს, რომ გამოცემის მიზანი რუსული ცივილიზაციის ინტერესების დაცვაა.

2017 წლის აგვისტომდე გაიტანჯიევა მუშაობდა ბულგარული გაზეთისთვის Труд, სადაც 2017 წლის 4 ივლისს მან გამოაქვეყნა სტატია, თითქოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს სირიაში ტერორისტებისთვის იარაღის დიპლომატიური ფრენებით მიწოდების შესახებ მიმოწერა ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აშშ, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და სხვა ქვეყნები.

გაიტანჯიევას სტატია ბულგარულმა ბეჭდურმა მედიამ გაავრცელა, რომლის 80%-საც პრორუსი ოლიგარქი და ბულგარეთის პარლამენტის წევრი დელიან პეევსკი აკონტროლებს. ბულგარული მედიის ცნობით, პეევსკისთან დაკავშირებული კომპანიები ჩართულები იყვნენ სამხრეთ ნაკადის მშენებლობაში, რომელიც რუსეთიდან ბულგარეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა და რეალურად ნაბუქოს გაზსადენის კონკურენტს წარმოადგენდა. ნაბუქოს პროექტი, თავის მხრივ, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

გაზეთ “Труд”-მდე გაიტანჯიევა მუშაობდა რეიტინგით მეოთხე ბულგარული ტელევიზიისთვის TV7, რომელსაც ბულგარელი ბიზნემსმენი, კორპორატიული კომერციული ბანკის მფლობელი ცვეტან ვასილევი აკონტროლებდა. 2013 წელს კორპბანკის 9.9 % რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა VTB იყიდა. 2016 წელს ვასილევის წინააღმდეგ გამოძიება ბანკის თანხის მითვისების ბრალდებით დაიწყო, რაც დაახლოებით $1.3 მილიარდს შეადგენს. 2015 წელს TV7-ის ახალი მფლობელი კომპანია Louvrier Investment გახდა, რომლის ხელმძღვანელსაც პიერ ლუვრიერს კავშირები აქვს რუს ოლიგარქთან კონსტანტინ მალოფეევთან. მალოფეევი აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ძალების წინააღმდეგ მებრძოლი “არალეგალური სამხედრო დაჯგუფებების” დაფინანსების გამო ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა. მალოფეევი ამავდროულად რუსეთში კონსერვატიულ სატელევიზიო არხს Царьград ТВ ფლობს, რომლის მთავარი რედაქტორი 2015-2016 წლებში ალექსანდრ დუგინი იყო.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist