ერმილე ნემსაძე

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო, რომელიც ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი.

2020 წლის მარტში, „ქართული მარშის“ სახელით, ნემსაძემ სპორტული დარბაზი გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცების ფიზიკური მომზადების გარდა, მათი იდეოლოგიური შეხედულებების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ნემსაძე სპორტდარბაზებს თავშესაფარს უწოდებდა, სადაც ახალგაზრდები „კონსერვატიულ ღირებულებებს შეინარჩუნებდნენ და ლიბერალისტურ პროპაგანდას თავიდან აიცილებდნენ.“ აღსანიშნავია, რომ ასეთ დაწესებულებებში „გაწვრთნილი“ ადამიანების ნაწილი 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. 2019 წელს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ნემსაძემ Facebook-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თბილისში სპეციალური ჯგუფი გამოეგზავნა და რუსთავი 2-ის მაშინდელი დირექტორი, ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გაენეიტრალებინა.

ნემსაძე ღიად საუბრობს თავის პრორუსულ განწყობებზე. მაგალითისთვის, მან 2018 წელს რუსული პროპაგანდისტული არხი НТВ-ის სიუჟეტში მიიღო მონაწილეობა. სიუჟეტი ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართული მხარის ინიცირებული იყო.

ერმილე ნემსაძე Facebook გვერდ „აზიმუტთანაც“ არის დაკავშირებული. გვერდი 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა და სხვა ქვეყნებთან ერთად ადმინისტრატორი რუსეთში ყავდა. გვერდი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა და იდენტური ვიზუალით ახალი 2021 წლის 1 თებერვალს შეიქმნა. ძველი აზიმუტი ხშირად აზიარებდა ნემსაძის პოსტებს და რეგულარულად აქვეყნებდა პოსტებს რუსული შეიარაღებისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ. გვერდი ასევე აზიარებდა რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ სიუჟეტებს. აღსანიშნავია, რომ გვერდი თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციასაც ცდილობდა და ლგბტქ+ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებდა. 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist