ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები”

ღამის მგლები” 1989 წელს შეიქმნა და დღესდღეობით რუსეთში ბაიკერთა ყველაზე დიდი დაჯგუფებაა. კლუბი ულტრანაციონალისტური იდეოლოგიით გამოირჩევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა დაახლოებული, რომელმაც 2011 წელს ქალაქ ნოვოროსისკში ღამის მგლების მოტოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს ვლადიმირ პუტინმაღამის მგლებისლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის მხრივ გაწეული აქტიური მუშაობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, კლუბის წევრები აქტიურად უჭერდნენ მხარს პრორუს სეპარატისტებს, ახდენდნენ გზების ბლოკირებას და მათთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

2015 წელს ბაიკერთა კლუბმა 190 000$ ოდენობის საპრეზიდენტო გრანტი მიიღო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში პატრიოტული ახალგაზრდული კლუბის დაფუძნების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist