ალტ-ინფო

“ალტ-ინფო” ლევან ვასაძის პოლიტიკურ პარტია “ერთობა, რაობა, იმედთან” (ერი) დაკავშირებული მედია პლატფორმაა, რომლის წამყვანები და დამფუძნებლები  2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში და ძალადობის წახალისებაში იყვნენ ჩართულნი. “ალტ-ინფოს” ანტიდასავლური, ანტილიბერალური რიტორიკა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. როგორც ვასაძის პარტია “ერის” მხარდამჭერები, ასევე “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელი იარაღი უნდა გახდეს, მოქალაქეებს ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებდნენ. “ალტ-ინფოს” მჭიდრო კავშირი აქვს ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ და ულტრანაციონალისტ ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინთან, რომელიც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით 2021 წლის 5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გულშემატკივრობდა, სხვადასვა დროს კი ალტ-ინფოს ეთერს კრემლის სხვა იდეოლოგებთან ერთად სტუმრობდა.

მას შემდეგ, რაც ფეისბუკმა 2020 წელს ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო წაშალა, ალტ-ინფომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა და ეთერში 2021 წლიდან გავიდა. მათ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღეს.

“ალტ-ინფოს” მფლობელი კონსტანტინე მორგოშიას მამიდა ციალა მორგოშია (50%), ასევე გადაცემის წამყვანი შოთა მარტინენკოა (50%). შპს “ალტ-ინფო” საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. კონსტანტინე მორგოშია ულტრანაციონალისტური ქართული მარშის ყოფილი წევრია და 2016 წელს პატრიოტთა ალიანსის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მორგოშიამ 2019 წელს ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოსთვის” დაარეგისტრირა, რომლის დამფუძნებელთა შორის მასთან ერთად “ალტ-ინფოს” წამყვანები შოთა მარტინენკო და რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავაა, ასევე მარტინენკოს საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებული ირაკლი ყიზილაშვილი. 

ალტ-ინფოს ვებ-საიტი, სადაც სიახლეები ქვეყნდება, Whois Lookup-ის ინფორმაციით, 2017 წლის 11 ივნისს შეიქმნა

“ალტ ინფოს” გადაცემები, 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფეისბუქ გვერდ Alter-პლატფორმას მეშვეობით ვრცელდება, რომელიც 2021 წლის 19 ივლისს მას შემდეგ შეიქმნა, რაც პრაიდის მოვლენებთან კავშირში ძალადობრივი მოწოდებების გამო ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები ფეისბუკმა წაშალა. უშუალოდ 5 ივლისის აქციის წინ “ალტ-ინფოსთან” და ლევან ვასაძის “ერთან” დაკავშირებული 6 ახალი ფეისბუკ გვერდი შეიქმნა, რომელთაგან Alt-ინფორმაცია წაშლილია, ხოლო სხვა ანგარიშები, რომლებიც ალტ-ინფოს გადაცემებს აზიარებენ, ხელმისაწვდომია. ესენია: ‼️მნიშვნელოვანი‼️, კონსერვატორი, ტრადიციონალისტური პლატფორმა, ეროვნული იდეოლოგია-უალტერნატივოა, სარკრაზმელები.

ფეისბუქზე ასევე იძებნება ალტ-ინფოს საჯარო ჯგუფი, რომლის ადმინისტრატორი გიორგი ოძელაშვილია. ალტ-ინფო აუდიტორიის მობილიზებას სხვა სოციალური ქსელებით, კერძოდ, Viber-ით და ტელეგრამითაც ცდილობს.

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist