Alpha Dominant ვიდეო ბლოგერია, რომელიც სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის ვიდეოებს ავრცელებს. Alpha Dominant-ის Facebook გვერდს 19,345 (19 ივნისის მონაცემებით) გამომწერი ყავს და მასზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დახურულ ფეისბუქ ჯგუფებს „ანტილიბერალები“და “Alpha Dominant”-ის ჯგუფი“ მართავს.
