მოძრაობა ეროვნულები

მოძრაობა ეროვნულები 2016 წლის 8 თებერვალს დარეგისტრირდა. წესდების მიხედვით, მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი მართლმადიდებლობის ღირებულებების დაცვა და განმტკიცებაა. მისი დამფუძნებელები ალექსანდერე (სანდრო) ბრეგაძე, კახაბერ მიგინეიშვილი და ზურაბ ენუქიძე არიან.

სანდრო ბრეგაძე 2014 წლის მაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; ხოლო 2014 წლის 1 ოქტომბრიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწი- ფო მინისტრის მოადგილე გახდა. საჯარო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის პროცესში ის ხშირად აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს, რის გამო სამოქალაქო პლატფმორმა „არა ფობიას!“ წევრებმა პრემიერ-მინისტრს მისი გადაყენების მოთხოვნით ორჯერ მიმართეს. 2016 წლის თებერვალში სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც ერთი სქესის პირთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია დაასახელა.

2016 წლის მონიტორინგის მიხედვით, მოძრაობა ეროვნულების სახელით 26 სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაკეთდა, საიდანაც 21 ჰომოფობიური შინაარსის იყო, 3 რასისტული და 2 ქსენოფობიური.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist