PRAVDA.RU-ს დეზინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში დემონსტრაციაზე ხალხი რუსული მედიების აკრძალვას აპროტესტებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

174
VIEWS

20 ივნისს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია პლატფორმა Правда-მ  მოლდოვაში გამართული დემონსტრაციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, მოქალაქეები მოლდოვის მთავრობის მიერ რუსული საინფორმაციო საშუალებებისა და ომის თემატიკის ფილმების აკრძალვას აპროტესტებდნენ. Правда  აღნიშნავს, რომ ახალი კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში 40 000 ადამიანი გამოვიდა. 

აღნიშნულ თემაზე რუსულენოვანი სტატია “საქართველო და მსოფლიოს” საიტზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 5 9 PRAVDA.RU-ს დეზინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში დემონსტრაციაზე ხალხი რუსული მედიების აკრძალვას აპროტესტებდა

მტკიცება, რომ მოლდოვაში დემონსტრაცია რუსული საინფორმაციო საშულებებისა და ომის თემატიკის ფილმების აკრძალვას მოჰყვა, მცდარია. 19 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა ”ახალმა სიცოცხლემ” აქცია რთული ეკონომიკური პირობებისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად გამართა. 

19 ივნისს მოლდოვის დედაქალაქში დემონსტრაცია ნამდვილად გაიმართა, თუმცა ის არა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების აკრძალვას, არამედ ფასების ზრდასა და რთულ ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებდა. აქციის ორგანიზატორი პარტია შორ-თან (Șor) დაახლოებული სამოქალაქო მოძრაობა “ახალი სიცოცხლე” იყო

Screenshot 6 9 PRAVDA.RU-ს დეზინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში დემონსტრაციაზე ხალხი რუსული მედიების აკრძალვას აპროტესტებდა
საპროტესტო აქცია მოლდოვაში წყარო: Andrei Mardari / NewsMaker

პარტიის ოფიციალურ საიტზე აქციის გამართვის 5 ძირითადი მიზეზია დასახელებული: 1. მმართველი პარტიის წევრების მიერ მაღალი დონის ლობირება და კარტელური გარიგებები, რაც ქვეყანაში ნავთობ-პროდუქტების ფასების ზრდას იწვევს; 2. გაზრდილი ფასი იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, რომლისთვისაც მოლდოვა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ფასს იხდის; 3. ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი; 4. მთავრობის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის, პოლიციისა და სასამართლო სისტემის გამოყენება კრიტიკული აზრის ჩასახშობად. 5. მოლდოვის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რომელიც ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ნაცვლად კონფლიქტში ჩართული მხარეების გაღიზიანებისკენაა მიმართული. 

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “მოქმედებისა და სოლიდარობის” პარტიის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო. 

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კანონს საინფორმაციო უსაფრთხოების შესახებ ხელი 19 ივნისს მოაწერა. კანონი, რომელიც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ფარგლებში რუსული ახალი ამბებისა და ანალიტიკური გადაცემების აკრძალვას ითვალისწინებს ძალაში 24 ივნისს შევა

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისის აქცია ამ პერიოდში გამართული ერთადერთი ანტი-სამთავრობო გამოსვლა არ ყოფილა. ერთი დღით ადრე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია “მოლდოვის რესპუბლიკის სოციალისტთა პარტიამაც” (PSRM) გამართა. ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზეზებად ფასების ზრდა და ინფლაცია სახელდებოდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მოლდოვა, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist