POSTV სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობით მანიპულირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

20 მაისს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია ,,POSTV – ანალიტიკამ” ფეისბუქზე ამავე დღის საპროტესტო მსვლელობისთვის შეკრებილი სტუდენტების ფოტო  გამოაქვეყნა. მედია პროტესტის მონაწილეთა რაოდენობაზე მიუთითებს და პოსტში წერს, რომ ,,სტუდენტების დღევანდელ აქციას 48 ახალგაზრდა ესწრებოდა”.

POSTV studenturi saprotesto msvlelobis monatsiletha raodenobith manipulirebs POSTV სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობით მანიპულირებს

POSTV ფოტომანიპულაციას ავრცელებს და არ უთითებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები საპროტესტო მსვლელობის მხოლოდ ერთი ჯგუფია და ფოტო მსვლელობის დაწყებამდეა გადაღებული. სტუდენტები მსვლელობებს სხვადასხვა ადგილიდან იწყებენ და საბოლოოდ, ერთიან მსვლელობებს აგრძელებენ. 

20 მაისს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ თბილისში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტთან და წერეთლის მეტროსთან შეიკრიბნენ, ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეუერთდნენ, გმირთა მოედანზე მივიდნენ და მსვლელობა პარლამენტის შენობის წინ დაასრულეს. 

POSTV-ის მიერ გავრცელებული ფოტოზე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ტელეკომპანია ,,ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაწყებულ მსვლელობას მიუძღვებიან იგივე სტუდენტები, რომლებიც POSTV-ის ფოტოზე ჩანან.

POSTV studenturi saprotesto msvlelobis monatsiletha raodenobith manipulirebs1 POSTV სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობით მანიპულირებს
წყარო: ,,ფორმულა

წერეთლის მეტროსთან შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სააკაძის მოედანზე შეუერთდნენ სამედიცინო უნივერსიტეტიდან წამოსულ სტუდენტებს და ერთად განაგრძეს მსვლელობა.

POSTV studenturi saprotesto msvlelobis monatsiletha raodenobith manipulirebs2 POSTV სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობით მანიპულირებს

20 მაისს, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ ე.წ. ,,აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად შეკრებილი იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და კანონის სხვა მოწინააღმდეგეები.

POSTV studenturi saprotesto msvlelobis monatsiletha raodenobith manipulirebs3 POSTV სტუდენტური საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობით მანიპულირებს
წყარო: მთავარი არხი

სამთავრობო მედია POSTV-მ ,,აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი შეცდომაში შემყვანი ცნობა გაავრცელა. ,,მითების დეტექტორმა” უკვე არაერთი მათგანი გამოავლინა. ვრცლად მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist