არის თუ არა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკა ევროპაში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა
252
VIEWS

5 სექტემბერს ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე წერს. წილოსანის თქმით, ასეთი 150-მდე ფაქტია – უკრაინაში 22, საფრანგეთში 13, რუმინეთში 9, ესპანეთში 4, იტალიაში 3, ნიდერლანდებში 3 და ასევე მსგავსი ფაქტები გვხვდება ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ესტონეთში, მოლდოვაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე Ნინო წილოსანის განცხადება მანიპულაციურია. ის არ აკონკრეტებს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში აკრძალული პარტიები ნაცისტური, კომუნისტური, სეპარატისტული ან ისლამისტურია და  ძალადობრივი, ტერორისტული, სიძულვილის ან დისკრიმინაციის წამქეზებელი, ან სეპარატისტული საქმიანობის გამო აიკრძალა, რითაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში პარტიების აკრძალვის საკითხს ქვეყნების შიდა კანონმდებლობასთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არეგულირებს და როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, ესაა უკიდურესი ზომა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში, გამონაკლისის სახით უნდა მიიღებოდეს მხოლოდ იმ პარტიების შემთხვევებში, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, იყენებენ ძალადობას დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად და ძირს უთხრიან კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

Რიცხვები, რომელიც ნინო წილოსანს მოჰყავს აღებულია უკრაინელი მკვლევრის, ბოჰდან ბერნაცკის სტატიიდან “რატომ და როდის კრძალავენ დემოკრატიები პოლიტიკურ პარტიებს” რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. სტატიის დანართში ჩამოთვლილია კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ამ რიცხვებში მოიაზრება:

ავსტრია Ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია აიკრძალა 1945 წელს ანტი-ფაშისტური კანონმდებლობით.
Ნაციონალ-დემოკრატიული პარტია 1988 წელს აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ანტი-ნაცისტური კანონმდებლობის დარღვევის გამო.
ბელგია ფლამანდიური ბლოკი ულტრა-მემარჯვენე სეცესიონისტური ბლოკი აიკრძალა 2004 წელს დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო.
ფლამანდიური ნაციონალური ერთობა აიკრძალა 1945 წელს ბელგიის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტურ რეჟიმთან კოლაბორაციის გამო.
რექსისტული პარტია აიკრძალა 1945 წელს ბელგიის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტურ რეჟიმთან კოლაბორაციის გამო.
დიდი ბრიტანეთი სლოთნეილის რესპუბლიკური კლუბი Მილიტარისტული ორგანიზაცია რომელიც აიკრძალა 1967 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობისა და წესრიგის შესანარჩუნებლად.
გერმანია სოციალისტური რაიხის პარტია ღიად ნეო-ნაცისტური პარტია რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ Აკრძალა 1952 წელს.
გერმანიის კომუნისტური პარტია ულტრამემარცხენე პარტია რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა 1956 წელს რევოლუციური საქმიანობის გამო.
Ნაციონალ-დემოკრატიული პარტია ულტრამემარჯვენე, ნეო-ნაცისტური და ულტრანაციონალისტური პარტია რომლის აკრძალვა არაერთხელ ცადეს (2011, 2012 და 2016 წლებში) ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის და კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედების გამო. 2023 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და დღესაც არსებობს.
ესპანეთი Ბასკური ნაციონალისტური მოქმედება აიკრძალა 2008 წელს სეპარატისტულ პარტია Batasuna-სტან კავშირის გამო.
Ბასკეთის კომუნისტური პარტია Სეპარატისტული პარტია, აიკრძალა 2008 წელს.
Ხალხის ერთობა – ჩვენ, ბასკი ხალხი (Batasuna) 2003 წელს აიკრძალა სეპარატისტულ დაჯგუფება ETA-სთან კავშირის გამო, რომელიც არაერთ ქვეყანაში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.
Სოციალისტი პატრიოტების კავშირი 2007 წელს აეკრძალათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.
ესტონეთი Საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია Აიკრძალა 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
იტალია Ნაციონალ-ფაშისტური პარტია Ბენიტო მუსოლინის პარტია დაშლილად გამოცხადდა 1943 წელს და აიკრძალა მისი ხელახალი ფორმირება.
Ახალი წესრიგი Აიკრძალა 1974 წელს ფაშიტური პარტიის ხელახლა ფორმირების მცდელობის გამო.
Ნაციონალური ავანგარდი Ნეოფაშისტური, ნეონაცისტური ჯგუფი აიკრძალა 1976 წელს. Ჯგუფი მიზნად ისახავდა ფაშიზმის აღორძინებას და მისი წევრები მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ თავდასხმაში.
ნიდერლანდები CP’86 ულტრამემარჯვენე პარტია აიკრძალა 1998 წელს კრიმინალური საქმიანობის გამო.
Ნიდერლანდელი ხალხის ერთობა Ულტრამემარჯვენე ეთნონაციონალისტური პარტია რომელიც ანტისემიტური, ნეონაცისტური პოზიციებით გამოირჩევა. ნიდერლანდების Სასამართლომ 1978 წელს პარტია აკრძალა, თუმცა მისი დაშლის ბრძანება არ გაუცია, რის შედეგადაც ის საქმიანობას კვლავ აგრძელებს.
Ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა ფაშისტური და ნაცისტური მოძრაობა რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპაციის პირობებში ქვეყანაში ერთადერთი მოქმედი პარტია იყო. Აიკრძალა 1945 წელს ნაცისტურ რეჟიმთან კოლაბორაციის გამო.
Nationaal Europese Sociale Beweging ნეონაცისტური მოძრაობა რომელიც SS-ის ყოფილმა ოფიცერმა დააფუძნა, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა 1956 წელს.
საფრანგეთი Მოქმედება კორსიკის რენესანსისათვის Ნაციონალისტური პარტია რომელიც 1995 წელს ძალადობრივი პროვოკაციული ქმედებების გამო აიკრძალა.
Barakacity ისლამისტური ჯგუფი რომელიც კავშირში იყო მუსლიმ ძმებთან, Აიკრძალა 2020 წელს ფრანგი მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ სოციალურ მედიაში რადიკალური მოწოდებების გავრცელების გამო.
Ეროვნული და ევროპული მოქმედების ფედერაცია Ულტრამემარჯვენე ნეონაცისტური ორგანიზაცია დაიშალა 1987 წელს ძალადობრივი დემონსტრაციების ორგანიზების გამო.
იდენტობის თაობა ულტრამემარჯვენე, ეთნონაციონალისტური მოძრაობა აიკრძალა 2021 წელს დისკრიმინაციის, სიძულვილის და ძალადობის წაქეზების გამო.
Მუსლიმი ძმების “ყურები” Აიკრძალა 2016 წელს ისლამისტურ მუსლიმ ძმებთან კავშირის გამო.
Ნაციონალისტი ახალგაზრდობა Აიკრძალა 2013 წელს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფის მონაწილეობით ქუჩაში მომხდარ დაპირისპირებას მემარცხენე სტუდენტი ემსხვერპლა.
Ახალი წესრიგი ულტრამემარჯვენე ჯგუფი Აიკრძალა 1973 წელს ქუჩებში დაპირისპირების წაქეზების გამო ულტრა მემარცხენე ჯგუფ კომუნისტურ ლიგასთან ერთად.
Სამოქალაქო ქმედების სერვისი Სამხედრო დაჯგუფება რომელიც 1985 წელს შიდა დაპირისპირებისას მომხდარი რამდენიმე მკვლელობის შემდეგ აიკრძალა.
Ფრანგული სამსახური Შეიარაღებული ჯგუფი Აიკრძალა 2013 წელს ძალადობის და სიძულვილის წაქეზების გამო.
Envie de rêver Აიკრძალა 2013 წელს ძალადობის და სიძულვილის წაქეზების გამო.
Ლანი-სურ-მარნის მუსლიმთა ასოციაცია Აიკრძალა 2016 წელს რადიკალური ისლამიზმის გამო.
Supras Auteuil 91 Აიკრძალა 2010 წელს ქონების დაზიანების განმეორებითი აქტების და ძალადობის და დისკრიმინაციის წახალისების გამო.
The Authentiks Აიკრძალა 2010 წელს ქონების დაზიანების განმეორებითი აქტების და ძალადობის და დისკრიმინაციის წახალისების გამო.
Ბულონის ბიჭების ახალი ასოციაცია აიკრძალა 2008 წელს ქონების დაზიანების განმეორებითი აქტების და ძალადობის და დისკრიმინაციის წახალისების გამო.

აღსანიშნავია, რომ სიაში ჩამოთვლილთაგან ყველა ჯგუფი პოლიტიკური პარტია არ არის. მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში ბოლო სამი ასოციაცია ფეხბურთის ქომაგებს აერთიანებდა.

ეს ტენდენცია ჩანს 2017 წელს გამოქვეყნებულს სტატიაშიც, რომელშიც 1945-2015 წლებში ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკაა შესწავლილი, მოყვანილია ცხრილი, რომელშიც აკრძალვის მიზეზებია განმარტებული. ესენია: ანტი-დემოკრატიული იდეოლოგია, არა-დემოკრატიული შიდა მოწყობა, ძალადობა, არსებული წესრიგის დაცვა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა

რაც შეეხება რუმინეთს, აღსანიშნავია, რომ მაგალითად კომუნისტური პარტიის (Nepeceriști) შემთხვევაში, რომელსაც ბუქარესტის სასამართლომ დარეგისტრირებაზე უარი 1996 წელს უთხრა არაკონსტიტუციური კომუნისტური დოქტრინის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად ცნო და პარტია 2006 წელს დარგისტრირდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არის სწორედ ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აკრძალვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენეციის კომისიის სახელმძღვანელოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, დაშლის და სხვა მსგავსი ზომების მიღების შესახებ განმარტებულია, რომ ქვეყნების მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები არ უნდა მოდიოდეს კონვენციასთან შეუსაბამობაში. სახელმძღვანელოს მიხედვით, პარტიული აქტივობები შეკრების თავისუფლებით არის გარანტირებული და მისი დასანქცირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტიები პატივს არ სცემენ კონკრეტულ წესებს. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ დაშლა ან აკრძალვა გამართლებულია მხოლოდ იმ პარტიების შემთხვევაში, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, იყენებენ ძალადობას დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად და ძირს უთხრიან კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და თავისუფლებებს. ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ან დაშლა გამოყენებული უნდა იყოს როგორც უკანასკნელი ზომა და სასამართლოსათვის მსგავსი მოთხოვნით მიმართვამდე მთავრობამ უნდა შეაფასოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, თუ რამდენად წარმოადგენს პარტია ნამდვილ საფრთხეს თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგისათვის და ინდივიდთა უფლებების დაცვისათვის და შესაძლებელი თუ არა სხვა, უფრო ნაკლებად რადიკალური ზომების მიღება საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

ვენეციის კომისიის მიხედვით, პარტიის აკრძალვის ან დაშლის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს ღია და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებზე დაყრდნობით და პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა, პროპორციულობის პრინციპის დაცვითა და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით, რომ პარტია მთლიანობაში და არა მისი ცალკეული წევრები, არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ამ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე მანიპულაციური მტკიცებები არაერთხელ გავრცელდა. რეალურად, აქ აკრძალვები შეეხოთ არა მთავრობისათვის არასასურველ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ პარტიებს. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist