Politicano დასავლურ მედიას გაშუქების სტანდარტებს უწუნებს, ტაბლოიდური მედია კი ლას ვეგასის ტრაგედიაზე Fake-ებს ქმნის

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

slack-imgs
158
VIEWS

4 ოქტომბერს, ფეისბუქ გვერდმა “Politicano” დასავლური  მეინსტრიმული მედია საშუალებები ლას ვეგასში მომხდარი ტრაგედიის გაშუქების გამო გააკრიტიკა და მათ ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. ამგვარი შეფასების საფუძველი იყო ის, რომ ეჭვმიტანილი სტივენ პედოკი მედიამ პუბლიკაციებში „ტერორისტის“ ნაცვლად, „მსროლელად“ მოიხსენია. “Politicano“-ს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შავკანიანი ან მუსლიმი დასავლური ქვეყნის 1 ან 2 მოქალაქეს მოკლავდა, დასავლური მედია მას ავტომატურად ტერორისტულ აქტად მონათლავდა. ფეისბუქ გვერდის განმარტებით, ორმაგი სტანდარტების გამოყენების მიზეზი მდგომარეობს დასავლური მედიის სურვილში,  არ მოახდინოს იმ იდეის ტირაჟირება, რომლის თანახმადაც თანამედროვეობის ტერორისტები სწორედ დასავლური ქვეყნის მოქალაქეები არიან.
"

ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენებისა და საკითხების გაშუქებისას პროფესიული მედია იცავს სტანდარტებს,  რაც მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციის და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. ეს სტანდარტი თანაბრად ვრცელდება ყველა ეთნიკური თუ რელიგიური იდენტობის ადამიანზე.

იუნესკოს, BBC-ს და Reuters-ის მიხედვით, ახალი ამბების გაშუქების დროს ტერმინების ტერორიზმი და ტერორისტი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან პრიორიტეტი მოვლენის აღწერას უნდა მიენიჭოს და არა მის კვალიფიცირებას. არაპირდაპირი ციტირების დროს მნიშვნელოვანია სიცხადე, რათა აუდიტორიისთვის აღქმადი იყოს, რომ ტერმინები წყაროდან/რესპოდენტიდან და არა მედია საშუალების მხრიდან მომდინარეობს. არ უნდა იქნას გამოყენებული ტერმინები ბრჭყალებში და არ უნდა დაერთოს წინ “ე.წ.”, რადგან ამგვარი ფორმულირება შესაძლოა ჟურნალისტის სუბიექტურ შეფასებაზე მიუთითებდეს. ტერორისტული აქტი და ბექგრაუნდი ობიექტურად უნდა იყოს აღწერილი.  ჟურნალისტმა უემოციო, მიუკერძოებელი ენა უნდა გამოიყენოს, რათა აუდიტორიამ მედია საშუალების მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით თავად შეძლოს მოვლენის შეფასება. სწორედ ამ მიზეზების გამო რეკომენდირებულია ისეთი სპეციფიური ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა “თავდამსხმელი”, “ამფეთქებელი”, “გამტაცებელი”, “შეიარაღებული პირი” და ა.შ.

Fake-ები

1 ოქტომბერს, ლას ვეგასში სტივენ პადოკმა, სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალზე დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 58 ადამიანის გარდაცვალება და 500-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა შედეგად. დამნაშავემ თავი მოიკლა,  დანაშაულის მოტივი კი პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია. მომხდარიდან 1 დღის შემდეგ ინტერნეტ სივრცე ტრაგედიასთან დაკავშირებულმა ყალბმა ახალმა ამბებმა მოიცვა, რომლებსაც ტაბლოიდები და კრემლისტური მედიები ავრცელებდნენ.

The New York Times- ის ცნობით, უკვე 2 ოქტომბრისთვის ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ყალბი ცნობები, თითქოს:

  • მასობრივი მკვლელობის უკან ტრამპის მოწინააღმდეგე ლიბერალი იდგა, რომელიც  ჰომოსექსუალი ამერიკელი ტელეწამყვანის რეიჩელ მედოუს თაყვანისმცემელი იყო;
  • ფედერალური გამოძიების ბიუროს (F.B.I.) ცნობით, მსროლელი ISIS- თან იყო დაკავშირებული;
  • მეინსტრიმული მედია გამიზნულად მალავდა იმ ფაქტს, რომ დამნაშავემ ისლამი მიიღო.

ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მტკიცება ყალბია. მათი გავრცელება Google-სა და Facebook-ის  ალგორითმებთანაა დაკავშირებული. კერძოდ: ვებსაიტ 4Chan-ის ულტრა-მემარჯვენე ტროლებმა მკვლელობა სულ სხვა პიროვნებას, გიერი დენლის დაუკავშირეს. შესაბამისად, იქამდე სანამ პოლიცია მსროლელის იდენტიფიცირებას მოახდენდა ინტერნეტ სივრცეში გიერი დენლი დამნაშავედ იძებნებოდა. სოციალურ ქსელ Facebook- ში კი გავრცელდა ვებსაიტ Alt-Right News-ის მასალა, სადაც მსროლელი არასწორად იყო იდენტიფიცირებული და მოხსენიებული, როგორც „ტრამპის მოწინააღმდეგე ლიბერალი“. Google-მა და Facebook-მა ყალბი ახალი ამბების გავრცელება ალგორითმის შეცდომას დაუკავშირეს და განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. პრობლემა შეეხო Youtube-საც, რომელმაც უკვე შეცვალა ალგორითმები, რადგან ლას ვეგასის მკვლელობასთან დაკავშირებით პორტალზე აიტვირთა ვიდეოები, რომლებიც  ძალადობრივი და მცდარი კონსპირაციების წყაროდ იქცა.  ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალმა ატლანტიკური საბჭოს  DFRLab-ის  ცნობით, სოციალური ქსელი Twitter-იც მოიცვა, სადაც კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა მომხმარებლებმა ჰეშთეგით #iStandWithRussia (მე მხარს ვუჭერ რუსეთს) შეთქმულების თეორიების შემცველი მასალები გააზიარეს.
"

"

"
ფოტოები
: DFRLab

Sputnik News-ის დეზინფორმაცია  და Veterans Today-ს კონსპირაციები

ლას ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა „Sputnik” -მა ახალი ამბავი სათაურით „F.B.I-ს თანახმად, ლას ვეგასის მსროლელს დაეშის ტერორისტულ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი“ გამოაქვეყნა. მასალა Facebook-ის „აქტუალური თემების“ (Trending Topics) ველზე მოხვდა და სოციალური ქსელის მომხმარებელმა რეალურ ამბად აღიქვა. მოგვიანებით „Sputnik”-მა მასალა წაშალა და ახალი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა ამჯერად საპირისპირო სათაურით„F.B.I-ს თანახმად, ლას ვეგასის მსროლელს დაეშის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს
"

კიდევ ერთმა კრემლისტურმა მედია საშუალება Veterans Today-მ რედაქტორ კევინ ბარეტის სტატია გამოაქვეყნა, სადაც განვითარებულია კონსპირაცია, თითქოს ლას ვეგასში მომხდარი მასობრივი მკვლელობა დადგმულია და მასში დამნაშავე აშშ-ის მთავრობაა. მასალა აგებულია უსაფუძვლო მოსაზრებებისგან და არ ეფუძნება რაიმე ვალიდურ წყაროს. სტატიის მულტიპლიკაცია ტაბლოიდებისა და სოციალური ქსელის, ძირითადად Facebook- ის მეშვეობით მოხდა და საერთო ჯამში 2800-ჯერ გააზიარეს. DFRLab– ის ცნობით, 2013 წლიდან Veterans Today-ს პარტნიორია საერთაშორისო ურთიერთობების ჟურნალი „New Eastern Outlook“, რომელიც კრემლის მიერ დაფინანსებულ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოიცემა. Veterans Today თანამშრომლობს ასევე მოსკოვში დარეგისტრირებულ ინგლისურენოვან South Front-თანაც, რომელიც ძირითადად სირიაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს ავრცელებს.

"

ფოტო: DFRLab

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist