PIA-ს და КОМСОМОЛЬСКАЯ ПРАВДА-ს შეცდომაში შემყვანი სათაურები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

pia (1) (1)
44
VIEWS

16 ივლისს სააგენტო PIA-მ და რუსულმა გამოცემა КОМСОМОЛЬСКАЯ ПРАВДА-მ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ იდენტური მასალა გაავრცელეს. კერძოდ, ორივე პუბლიკაცია სათაურით “სამხედრო გადატრიალებაში ერდოღანი აშშ-ს ადანაშაულებს” გამოქვეყნდა. (aricampanimalhospital.com) მოგვიანებით PIA-მ ეს სათაური შეცვალა და ახალი სახელწოდებით “სამხედრო გადატრიალებაში ერდოღანი სასულიერო პირს ადანაშაულებს” გამოაქვეყნა.

PIA-ს როგორც თავდაპირველ, ასევე სათაურშეცვლილ მასალაში წყაროდ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მოყვანილი. ისევე როგორც Reuters-ის ინფორმაციაში, ასევე თავად PIA-ს მასალაში საუბარია ერდოღანის ბრალდებაზე პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი კლერიკის ფეტულა გიულენის მიმართ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ბრძანებეს პენსილვანიიდან იძლეოდა. PIA-ს თავდაპირველი სათაური, რომელიც მოგვიანებით სააგენტომ შეცვლა, შეუსაბამო იყო ინფორმაციის ტექსტთან, რადგან რეჯიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ამერიკაში მცხოვრები ერთი კონკრეტული პიროვნება.

იდენტური შეცდომაში შემყვანი შინაარსის მასალა “Эрдоган обвинил США в организации госпереворота в Турции” კვლავ ხელმისაწვდომია КОМСОМОЛЬСКАЯ ПРАВДА-ს ვებ-გვერდზე.

q

 

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist