ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

176
VIEWS

4 მაისს ფეისბუქ-პროფილმა კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანი გამოაქვეყნა 23-წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მთელი ვიდეოს განმავლობაში 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავი MiG-29 ვერტიკალურად დაფრინავს და წონასწორობას არ კარგავს. ვიდეოზე გაკეთებულია წარწერა – “რუსული MiG-29, ნატო შოკშია”.

Screenshot 19 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

ვიდეო MiG-29-ის რეალურ ფრენას არ ასახავს, ის ფრენის სიმულაციის პროგრამაშია ჩაწერილი. რეალური საცდელი ფრენის ვიდეოებში ჩანს, რომ MiG-29-ს ჰაერში ვერტიკალურად ფრენა მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი ჰორიზონტალურ მდგომარეობას უბრუნდება.

“კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანის” მიერ გავრცელებული ვიდეო იმ მოსაზრების დამკვიდრებას ცდილობს, თითქოს რუსული შეიარაღება დასავლურზე, განსაკუთრებით კი ამერიკულზე, უკეთესია. სინამდვილეში კი ვიდეო MiG-29-ის რეალურ საცდელ ფრენას არ ასახავს, ის ფრენის სიმულაციის პროგრამაშია ჩაწერილი. 

ვიდეოს ორიგინალი ვერსია იუთუბ-არხზე “Essential RC”  2018 წელსაა გამოქვეყნებული. Essential RC-ზე დისტანციური მართვის (Remote control) ხელსაწყოების, მათ შორის თვითმფრინავების, დრონების, ნავებისა და მანქანების ვიდეოები ქვეყნდება. 

Screenshot 20 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

ვიდეო რომ რეალური არ არის, ამაზე ის დეტალიც მიგვანიშნებს, რომ ფრენის დროს მტვერი არ დადგა და ჰაერის მოძრაობის გაძლიერება მიწაზე არ აისახა.

ვიდეოს აღწერაში ახსნილია, რომ ის პროგრამა Aerofly RC 8-შია ჩაწერილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს და ჩამოტვირთოს, შემდეგ კი სასურველი თვითმფრინავით სხვადასხვა მანევრი შეასრულოს, რომლებიც შესაძლოა, ნამდვილ პილოტებისთვის რთული შესასრულებელი იყოს. ფრენის სიმულაციურ პროგრამაზე იუთუბ-არხი DutchRC Adventures-ის ვიდეოშიცაა საუბარი, ვიდეოს ავტორი აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს პროგრამა, მასში შესაძლებელია როგორც ტექნიკის სასურველი მოდელის, ისე ფონად სხვადასხვა ლოკაციის შერჩევა, საბოლოოდ კი კომპიუტერის ჯოისტიკის დახმარებით “პილოტის” როლის მორგება.

Screenshot 21 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება Screenshot 22 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

ამავე იუთუბ-არხზე Aerofly RC 8-ის პროგრამით გადაღებული სხვა არაერთი ვიდეოა 

Screenshot 23 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

განთავსებული, მათ შორისაა ამერიკული F-16-იც, რომელიც MiG-29-ის მსგავსად, ვერტიკალურად დაფრინავს.

MiG-29-ის საცდელი ფრენის რეალურ ვიდეოებში ჩანს, რომ ის ვერტიკალურად ფრენას ისე ხანგრძლივად ვერ ახერხებს, როგორ ეს ფრენის სიმულატორი პროგრამის ვიდეოშია ნაჩვენები. ის ვერტიკალურად ჰაერში რამდენიმე წამი ჩერდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურ მდგომარეობს უბრუნდება და ფრენას ასე აგრძელებს. ვიდეოებში MiG-29-ის მიერ შესრულებული მანევრებიც ჩანს, მაგალითად მისი ჰაერში სწრაფად და მარტივად ამოტრიალების ტექნიკა. 

Screenshot 24 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ MiG-29-ის მიერ შესრულებული მანევრები F-16-სგან ვიზუალურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. საჰაერო შოუს დროს შესრულებულ დემონსტრაციულ ფრენაში ჩანს, რომ F-16-იც ჰაერში რადენჯერმე ტრიალდება და შემდეგ ჰორიზონტალურად ფრენის მდგომარეობას უბრუნდება.

Screenshot 25 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება

Mikoyan MiG-29 ორძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავია, რომელიც 1977 წელს საბჭოთა კავშირში შეიქმნა და ის ერთგვარი პასუხი იყო 1972-1973 წლებში შექმნილ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებზე F-15-სა და F-16-ზე. ორივე თვითმფრინავს ერთმანეთთან მიმართებით სხვადასხვა სახის უპირატესობა აქვს,  გასათვალისწინებელია ისიც, რომ დროთა განმავლობაში მოდელებს ორივე მხარე აუმჯობესებს და მათ ბრძოლისუნარიანობას მატებს.

MiG-29-სა და F-16 საწყისი მოდელების შედარების მიხედვით, F-16 უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით მსუბუქია, თუმცა მაქსიმალური წონა, რომელიც თვითმფრინავებს შეუძლიათ ატარონ, დაახლოებით ერთნაირია. MiG-29-ს უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა F-16-ს ფრენის საერთო მანძილი MiG-29-სას მნიშვნელოვნად აღემატება. MiG-29-ის ვერტიკალურად ფრენის სიჩქარე (65 000 ფუტი/წუთი) F-16-ისას (50 000 ფუტი/წუთი) მცირედით აღემატება.

Screenshot 26 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება Screenshot 27 2 ფრენის სიმულაციის პროგრამაში ჩაწერილი ვიდეო რუსული MiG-29-ის სიძლიერის საილუსტრაციოდ ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist