ფოტოშოპში გაყალბებული სქრინი ამტკიცებს, რომ “მთავარი არხი” პატრიარქის დაკავებას ითხოვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

14 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ, რომელიც ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” მხარდამჭერია, გააზიარა სქრინი, რომელზეც ჩანს არასრული წინადადება “პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ”, რაზეც ფრაზის ბოლოს სასვენი ნიშანის მძიმის არსებობა მიუთითებს. იგივე სქრინი 15 ივლისს  უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ, გამოცემა ტაო-ნიუსის დამფუძნებელმა ნიკოლოზ მჟავანაძემაც გაავრცელა, ტექსტით “ეკლესიის მტრები”.

 

;;

ბექა ვარდოსანიძის და ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ გავრცელებული სქრინი ფოტოშოპშია დამუშავებული და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან ავთენტურ ვერსიაში ჩანს, რომ ეს წინადადება ბასილ კობახიძეს ეკუთვნის და ტელეკომპანია “მთავარის” სარედაქციო პოზიციას არ გამოხატავს. 

“მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე 11 ივლისს გამოქვეყნდა მასალა, რომელიც თეოლოგ ბასილ კობახიძის კომენტარს ასახავს. სწორედ ბასილ კობახიძეს ეკუთვნის ციტატა “პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ, ილია მეორე მთავარი დამნაშავეა”, რაც მთავარმა არხმა სათაურში გამოიტანა და სათაურშივე მიუთითა, რომ ეს მოსაზრება ბასილ კობახიძეს ეკუთვნის. ბექა ვარდოსანიძის მიერ გამოქვეყნებულ ვერსიაში, რომელიც მოგვიანებით ნიკოლოზ მჟავანაძემ გააზიარა,  ფოტოშოპითაა დამუშავებული, წაშლილია ანოტაციის ის ნაწილი, სადაც ჩანს რომ სიტყვები ბასილ კობახიძეს ეკუთვნის. მთავარი არხის პოსტის მხოლოდ ნაწილის მოჭრა და მისი ამგვარად გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პატრიარქის დაკავებას თავად არხი ითხოვს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist