ფოტომანიპულაცია, თითქოს ბელგრადში ცხოველთა საროსკიპო მოქმედებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

596
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 23-29 ოქტომბრის გამოშვებაში გამოქვეყნდა  სტატია, სათაურით „და ესენი ჩვენ გვასწავლიან ცხოვრებას“. რედაქციის მტკიცებით, ევროპა დემოკრატიის ნაცვლად გარყვნილებას ავრცელებს, რის ილუსტრაციადაც მოყვანილია მტკიცება იმის შესახებ, თითქოს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა თუ ჰოლანდიის ტურისტები ცხოველებთან სექსით დაკავების მიზნით საგანგებოდ ჩადიან სერბეთში, სადაც ზოოფილებისთვის სექსტურების ასპარეზი არსებობს.

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „ევროპა, რომლისკენაც ჩვენ გვიბიძგებენ და როგროც იტყვიან, ცხვირში გვტენიან, რაც დრო გადის, სულ უფრო გვაოცებს! არა – დემოკრატიით, არა – ჰუმანისტური იდეებით, არამედ გარყვნილებით და ენით აუწერელი სიბილწით! რამდენიმე დღის წინათ გერმანიის ყველაზე დიდმა კომერციულმა ტელეარხმა RTL-მა სენსაციური მხილება გამოამზეურა: დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა თუ ჰოლანდიის ტურისტები საგანგებოდ ჩადიან სერბეთში, იქ ცხოველებთან სექსით გასართობად!…იმავეს ადასტურებს ბრიტანული გამოცემა „The Mirror“-იც, რომლის ინფორმაციითაც, ზოოფილების სექსტურებისთვის სერბეთი ნამდვილი „მექაა“!“

23-29 ოქტომბერი,
ასავალ-დასავალი

“ასავალ-დასავალმა” დაუდასტურებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რადგან ბრიტანულმა გაზეთმა The Mirror-მა კოლგოტში გამოწყობილი ძაღლის ფოტო, რომელიც სერბეთში სექსტურიზმის მტკიცებულებად გამოიყენა, მოგვიანებით ვებ-გვერდიდან მოხსნა, რადგან ის რეალურად ჩინურენოვან სოციალურ მედიაში გავრცელებული მიმი აღმოჩნდა, რომელსაც სერბეთთან არავითარი საერთო არ ჰქონდა.

დაუდასტურებელი ინფორმაცია

სერბეთის დედაქალაქში ამგვარი დაწესებულებების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Mirror– მა 2017 წლის 18 ოქტომბრის მასალაში აღწერა და წყაროდ გერმანულენოვანი არხი RTL-ის გამოძიება, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველ ჯგუფ  „Levijatan-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება მიუთითა, ხოლო მტკიცებულებად თავდაპირველად ფოტო მოიყვანა. The Mirror -ის სტატიაში  მოყვანილია ჯგუფ Levijatan-ის ხელმძღვანელის პავლე ბიჰალის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ ორგანიზაციას ბელგრადში ამგვარი დაწესებულებების არსებობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნია, თუმცა ამჟამად ჯგუფი  ამ ინფორმაციის ფაქტობრივ დადასტურებას ელის  და მხოლოდ ამის შემდგომ აპირებს შეატყობინოს პოლიციას.

The Mirror -ის სტატიის ბოლოს დართულია რედაქციის კომენტარი, რომ პუბლიკაცია თავდაპირველად კოლგოტში გამოწყობილი ძაღლის ფოტოს შეიცავდა, რომელიც სანდო რეპუტაციის მქონე ტელეარხ RTL -ის რეპორტაჟშიც იქნა გამოყენებული. როდესაც რედაქციამ შეიტყო, რომ აღნიშნულ ფოტოს გავრცელებულ ინფორმაციასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, ფოტო სტატიიდან წაშალა.

"

ფოტომანიპულაცია: ჩინურენოვანი სოციალური გვერდის “მიმი”

2017 წლის სექტემბერში ცხოველთა უფლებების დამცველმა ჯგუფმა „Levijatan“-მა ბელგრადში არსებული ცხოველთა საროსკიპოების შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი ფოტოს თანხლებით ატვირთა. ფოტოს თანმხლებ ტექსტში აღნიშნული იყო, რომ „დასავლური ტენდენციებზე“ ადგილობრივ კულტურებს უარი დროულად უნდა განეცხადებინათ.

"

ფოტოს წარმომავლობის შესახებ ცხოველთა დამცველებს პოსტის კომენტარებში თავად ფეისბუქის მომხმარებლებმა მიუთითეს, საიდანაც ირკვევა, რომ  კოლგოტსა და ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ძაღლის სურათი სინამდვილეში ჩინურენოვან სოციალურ ქსელ Weibo-ში 2013 წელს  გავრცელებული უცნაური ტენდენციის ნაწილია.

ამერიკული გასართობი ამბების ვებ-გვერდ BuzzFeed -ის ცნობით, ჩინური მიკრო ბლოგების პლატფორმის, Weibo-ს მომხმარებლებმა სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი ძაღლების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. კონკრეტულად ეს ფოტო კი  პირველად Weibo-ზე  2017 წლის მაისში აიტვირთა.

"

მომხმარებლების შენიშვნას „Levijatan“-მა იმით უპაუხა, რომ მართალია, მათ იცოდნენ, რომ ფოტო ბელგრადში არსებულ ძაღლების საროსკიპოს არ ასახავდა, მაგრამ ამბის ილუსტრაციისთვის მაინც გამოიყენეს., ხოლო The Mirror-მა ის საიტიდან მოხსნა.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სერბეთი
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist