ფლორენციაში გადაღებული ვიდეო, რომელსაც ვაქცინის გვერდით ეფექტს უკავშირებენ, მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

25 აგვისტოს ფეისბუქ პროფილმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ გაავრცელა პოსტი, რომელსაც თან ახლავს აღწერა „მხეცის ინექციით აღბეჭდილი ქუჩაში დაეცა და კრუნჩხვები აქვს. იტალია“. ფეისბუქ პოსტის მიხედვით, ვიდეოში აღბეჭდილი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ძირს წევს და სავარაუდოდ კრუნჩხვითი შეტევა აქვს, ვაქცინაციის შედეგია. ამასთანავე, ადამიანი, რომელიც ვიდეოს იღებს, იტალიურ ენაზე ამბობს, რომ ეს ვაქცინის ზეგავლენით ხდება.

 

 "
პოსტში მოცემული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა. მიქელანჯელოს პიაცა, რომელსაც ვიდეოს გადამღები იტალიურ ენაზე ახსენებს,  ფლორენციაში მდებარეობს. ადგილობრივი იტალიელი ფაქტჩეკერების დახმარებით და იტალიური მედიაში გადამოწმების შედეგად, დაგინდა, რომ ვიდეოში ნახსენებ ტერიტორიაზე და მის შემოგარენში,  ვაქცინის მიღების შედეგად მსგავსი გვერდითი რეაქცია არავის ჰქონია. გარდა ამისა,  ამ ტერიტორიის მახლობლად არ არის განთავსებული ვაქცინაციის ცენტრები, რაც თავისთავად ამყარებს ეჭვს, რომ ვიდეოში გამოთქმული მტკიცება სიმართლე არ არის.

ვიდეოს გადამღები აღნიშნავს, რომ ის მიქელანჯელოს პიაცაზე იმყოფება. Google Map-ის ძიების სისტემაში “Piazzale Michelangelo”-ს მითითებით,  ირკვევა, რომ პიაცა მდებარეობს ფლორენციაში.

"

"

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დამატებით იტალიურ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Open Online-ს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ადგილობრივ მედიაში მსგავსი შემთხვევის შესახებ არ დაწერილა. ამას გარდა აღნიშნული ადგილი ფლორენციაში ყველა ვაქცინაციის ცენტრისგან მოშორებითაა და ვიდეოში მომხდარი მოვლენა არ უნდა უკავშირდებოდეს აცრის შემდეგ გამოწვეულ ალერგიას, რომელიც, როგორც წესი, 15 წუთიდან 4 საათამდე ვლინდება, უმეტესობა პირველ 30 წუთში.

                   ვაქცინაციის ცენტრები ფლორენციაში

"

ვიდეოში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი და არ არის წარმოდგენილი არანაირი დამატებითი ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა მოგვეხდინა პიროვნების იდენტიფიკაცია და დაგვედგინა, აქვს თუ არა ამ შემთხვევას რაიმე კავშირი ვაქცინაციასთან. კრუნჩხვა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ეპილეფსიასთან ან სხვა მოვლენასთან. ეპილეფსია ვაქცინაციის არც უკუჩვენებაა და არც გვერდითი ეფექტი, რაც შეეხება კრუნჩხვებს, ის ვაქცინით განვითარებულ ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებში არ გვხვდება არც NCDC-ის და არც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გვერდზე.

ვიდეო სოციალური ქსელის სხვა არხებზეც, მათ შორის ტელეგრამზე გავრცელდა. ვიდეოს აზიარებდნენ ისეთი დეზინფორმაციული ტელეგრამ არხები, როგორებიცაა Buffonate di Stato და anastaci91. ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტი მითების დეტექტორმა წარსულში გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist