ფიქრობს თუ არა ფრანგების 76%, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

979
VIEWS

19-20 ოქტომბერს ქართულენოვანმა (1,2,3,4) და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა  ერთ-ერთი ფრანგული გადაცემის ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში გადაცემის წამყვანის უკან გამოკითხვის შედეგებს ვხედავთ შეკითხვაზე “პუტინთან დაძაბულობის ესკალაცია: უნდა გააგრძელოს თუ არა საფრანგეთმა უკრაინის შეიარაღება?”. შეკითხვაზე დადებითი პასუხის მაჩვენებელი 23.3%-ა, ხოლო უარყოფითის – 76.7%. პოსტების მიხედვით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ ფრანგების 76.6%-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა სურს.

gamokithtsva phrangul gadatsemashi ფიქრობს თუ არა ფრანგების 76%, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს?

gamokithtsva phrangul gadatsemashi 1 ფიქრობს თუ არა ფრანგების 76%, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს?

ფრანგული გადაცემის გავრცელებული ნაწყვეტი შეცდომაში შემყვანია. გადაცემაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები საფრანგეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას უკრაინისადმი არ ასახავს. გამოკითხვა ტვიტერის გვერდზე ჩატარდა და მასში პოზიციის დაფიქსირება ტვიტერის ყველა მომხმარებელს შეეძლო. კვლევები აჩვენებს, რომ ფრანგების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს.

გავრცელებული კადრები ფრანგული გადაცემიდან “ხელი არ ახლო ჩემს ტელევიზორს” (Touche pas à mon poste!, TPMP) არის ამოჭრილი, რომელიც ტელეარხ C8-ზე გადის.  მოცემული ნაწყვეტი 13 ოქტომბერს გასული გადაცემიდანაა, რომლის ერთ-ერთი განხილვის თემაც საფრანგეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება იყო. გადაცემაში მიწვეული სტუმრების ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების მომხრე იყო, ნაწილი კი მის შეწყვეტას მოითხოვდა.

დებატების გარდა გადაცემა გამოკითხვასაც მოიცავდა, რომელში ხმის მიცემაც გადაცემის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოკითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული “პუტინთან დაძაბულობის ესკალაცია: უნდა გააგრძელოს თუ არა საფრანგეთმა უკრაინის შეიარაღება?”. გავრცელებული კადრები ასახავს მომენტს, როდესაც გადაცემის წამყვანმა – სირილ ჰანუნამ სტუმრებსა და მაყურებელს გამოკითხვის შედეგები გააცნო. კითხვაზე დადებითაც გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 23.3%-მა უპასუხა, ხოლო უარყოფითად, შესაბამისად – 76.7%-მა. 

თუმცა, აღნიშნული გამოკითხვის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხის ირგვლივ საფრანგეთის მოსახლეობის პოზიციად წარმოჩენა მართებული არაა. გამოკითხვაში მონაწილეობა ტვიტერის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი. 

რეალურად, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის განწყობა უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შესახებ განსხვავებულია. “ფრანგული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის” (Ifop) კვლევის მიხედვით, ფრანგების 60% მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ასევე ორი მესამედი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მომხრეა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 10-დან 6 ფრანგი ემხრობა. 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით (1,2) საფრანგეთის მოსახლეობაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი 2022 წლის მარტთან შედარებით რამდენიმე პროცენტით შემცირებულია, თუმცა, აღნიშნულ საკითხს კვლავ უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist