ფეისბუქზე ზელენსკის, მიშელისა და ფონ დერ ლაიენის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5.4k
VIEWS

2023 წლის 16 მაისს, Facebook-ის რუსულენოვანმა მომხმარებელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელისა, და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ლიდერები სამი ხელისა და მამაკაცის სასქესო ორგანოს მქონე ქალის ქანდაკების ფონზე არიან გამოსახული. რუსულენოვანმა მომხმარებელმა ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „ევროპული ღირებულებები ერთ ფოტოში.“

Untitled 1 ფეისბუქზე ზელენსკის, მიშელისა და ფონ დერ ლაიენის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ზელენსკის,  შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს ავთენტურ ვერსიაში ხსენებული ლიდერები უკრაინისა და ევროკავშირის დროშების ფონზე არიან გამოსახული.

2023 წლის 3 თებერვალს, ევროკავშირი-უკრაინის 24-ე სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიევში უმასპინძლა. ფოტო სწორედ მოცემული შეხვედრის დროსაა გადაღებული.

შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლიდერებს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ბოლო ერთი წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის და ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც უკრაინამ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების პროცესში გასწია. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მიშელსა და ფონ დერ ლაიენს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მიუხედავად კიევში ჩასვლისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „სირენის მიუხედავად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ ხმების არ გეშინიათ და ამ ომში ჩვენთან ერთად სიკეთის მხარეს დგახართ..”

Screenshot 21 1 ფეისბუქზე ზელენსკის, მიშელისა და ფონ დერ ლაიენის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
წყარო: უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი

რაც შეეხება ფოტოს დამუშავებულ ვერსიაში გამოსახულ ქანდაკებას, იგი რეალურად ჰოლანდიაში, ჰააგაში მდებარეობს. ნამუშევარი სახელწოდებით “And Life is Over There” [ცხოვრება იქ არის] 2017 წელს შეიქმნა და ჰოლანდიელ ხელოვან Femmy Otten-ს ეკუთვნის.

ხელოვანის თქმით, ქანდაკება სხვადასხვა სქესისა და ხელოვნების სტილის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად, ლომისმაგვარი პატარა არსება ქანდაკების თავზე ეგვიპტურ ქალღმერთს წააგავს, ხოლო მისი ღიმილი კლასიკურ ბერძნულ ქანდაკებებთან ასოცირდება. ხელოვანის თქმით, ნამუშევარი მიზნად ისახავს აწმყოსა და წარსულის, სიმბოლოებისა და რეალობის შერწყმას ისევე მარტივად, როგორც ამას ორი სქესი ახერხებს, რაც საბოლოოდ აზროვნების თავისუფლებას განასახიერებს.

Screenshot 22 1 ფეისბუქზე ზელენსკის, მიშელისა და ფონ დერ ლაიენის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
ფოტო: ერიკ დე ვრიესი, 2017

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist